კალენდარი

შაბათი, 22 ივნისი

კვირა, 23 ივნისი

სამშაბათი, 25 ივნისი

ოთხშაბათი, 26 ივნისი

ხუთშაბათი, 27 ივნისი

ახალი ამბები

დედაქალაქური დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური ლოკომოტივისა და თბილისის დინამოს  დაპირისპირებით დასრულდა. სტუმრებს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ ორი შეხვედრა ჰქონდა წაგებული და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა.

ლოკომოტივთან თამაშში დინამოელებმა ანგარიში 38 -ე წუთზე გახსნეს ლევან კუტალიას მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით. გარდა ანგარიშში უპირატესობისა, სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვეს. მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან თორნიკე ძებნიაური გააძევა.

შეხვედრის მეორე ნახევარში დინამომ კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხა. ორამდე უპირატესობა გიორგი ზარიამ გაზარდა, ლევან შენგელიამ მესამე ბურთი კიდევ ერთი თერმეტმეტრიანდან გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნიკა ჭანტურიას ავტო-გოლით დაფიქსირდა.

4 ტურის შემდეგ დინამოს და ლოკომოტივს 6-6 ქულა აქვთ და მე-3 მე-4 პოზიციებზე არიან.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში გამარჯვება მოიპოვა ბოლნისის სიონმაც. მასპინძლებმა გათამაშების დებიუტანტი ვიტ ჯორჯია მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი ზვიად სიხარულიამ მატჩის მიწურულს გაიტანა.

ზედიზედ მეორე დაპირისპირება მოიგო ბათუმის დინამომ. გია გეგუჩაძის გუნდმა მეოთხე ტურში გორის დილას მინიმალური სხვაობით სძლია. მასპინძელთა რიგებში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ნიკოლოზ საბანაძე გახდა.

გამარჯვების გარეშე სერიას აგრძელებენ რუსთავი და საჩხერის ჩიხურა, რომლებიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. აღნიშნული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მასპინძლები შეხვედრის დებიუტშივე თემურ ჩოგაძემ დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს კი წინასწორობა მიშიკო სარდალიშვილმა აღადგინა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო შესვენება დაიწყო. საფეხბურთო ჩემპიონატი 30 მარტს საჩხერის ჩიხურასა და ბოლნისის სიონის დაპირისპირებით განახლდება.