კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 30 26 62
2. დინამო თბ დინამო თბ 30 34 62
3. საბურთალო საბურთალო 30 23 57
4. ლოკომოტივი ლოკომოტივი 30 -6 40
5. ტორპედო ტორპედო 30 3 40
6. დილა დილა 30 -4 37
7. ჩიხურა ჩიხურა 30 1 35
8. რუსთავი რუსთავი 30 -13 34
9. სიონი სიონი 30 -37 31
10. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 30 -27 18
  კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 29 48 71
2. სამტრედია სამტრედია 29 27 60
3. თელავი თელავი 29 28 48
4. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 29 9 48
5. შუქურა შუქურა 29 -13 39
6. გაგრა გაგრა 29 -8 32
7. ცხინვალი ცხინვალი 29 -10 30
8. ზუგდიდი ზუგდიდი 29 -18 28
9. გურია გურია 29 -26 24
10. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 29 -37 20

კალენდარი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

შაბათი, 26 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ახალი ამბები

ცხინვალი ზამთრის თასის გამარჯვებულია!

ზამთრის თასი 2019 სანახაობრივი ფინალური შეხვედრით დასრულდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს "ცხინვალი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ცხინვალელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. 

ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი ქურდაძემ გახსნა, ცხინვალელთა შემტევმა ძლიერი დარტყმით მეკარისაგან ახლო კუთხეში გაიტანა. მალევე "ცხინვალის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა, მე-8 წუთზე მეტოქის კარი ლევან ქურდაძემ აიღო. პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. დინამოელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მეორე ნახევარში შეძლეს, მე-15 წუთზე შედეგიანი დარტყმა ელგუჯა ჯანგველაძემ შეასრულა. გატანილი გოლის შემდეგ დედაქალაქელებმა აქტიურად შეტევა სცადეს, მაგრამ მე-17 წუთზე საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი მიიღეს და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა - 3:1 "ცხინვალის" სასარგებლოდ.

ცხინვალი 3:1 დინამო თბ

გოლები: 1:0 გ. ქურდაძე (4), 2:0 ლ. ქურდაძე (8), 2:1 ჯანგველაძე (15), 3:1 ლ. ქურდაძე (17)

ფინალურ შეხვედრამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და "რუსთავი" შეხვედნენ. უხვგოლიანი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 6:6 დასრულდა, პენალტები კი, უკეთ რუსთაველებმა შეასრულეს და 4:2 გაიმარჯვეს.

ლოკომოტივი 6:6 რუსთავი

გოლები: 0:1 სილაგაძე (3), 1:1 ჯიქია (6), 1:2 სილაგაძე (7), 1:3 კიტეიშვილი (9), 2:3 კიკაბიძე (9), 3:3 კიკაბიძე (10), 4:3 გურეშიძე (12), 4:4 სილაგაძე (14), 5:4 კობახიძე (17), 5:5 კიტეიშვილი (19), 6:5 კიკაბიძე (20), 6:6 ციცქიშვილი (20)

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. გუნდებსა და ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა, მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა. ზამთრის თასი 2019-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი "ცხინვალის" მოთამაშე ლევან ქურდაძე გახდა.

ზამთრის თასის საუკეთესო მოთამაშე
ზამთრის თასი 2019-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი - ლევან ქურდაძე