კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ზამთრის თასი 2019 | მეორე სათამაშო დღე 'გ' ჯგუფის მატჩებით გაიხსნა

12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშება “გ” ჯგუფის მატჩებით გაგრძელდა. სამ გუნდიან ქვეჯგუფში პირველი ადგილი მოპოვებული ექვსი ქულით "გაგრამ" დაიკავა, მეორეზე სამი ქულით თბილისის "ლოკომოტივი" გავიდა, თბილისის "ნორჩმა დინამომ" კი, ორივე შეხვედრა დათმო და ნული ქულით ბოლო, მესამე ადგილს დასჯერდა.

დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე მეოთხედფინალში თამაშის უფლება "გაგრამ" და "ლოკომოტივმა მოიპოვეს. პლეი-ოფში გაგრელები დ ჯგუფის მეორე ადგილსანს დაუპირისპირდებიან, ლოკო კი, ამავე ჯგუფის პირველ ადგილოსანთან მოსინჯავს ძალებს. 

გაგრა 3:1 ნორჩი დინამო

გოლები: 1:0 ჩოთალიშვილი (5), 2:0 ბარაბაძე (14), 2:1 ავლოხაშვილი (24), 3:1 შეწირული (24)

ნორჩი დინამო 2:7 ლოკომოტივი

გოლები: 0:1 შონია (3), 0:2 უბილავა (9), 0:3 გურეშიძე (12), 0:4 ოლურემი (13), 0:5 ინჯგია (17), 1:5 თოლორდავა (18), 1:6 ოზბეთელაშვილი (19), 1:7 ინჯგია (21), 2:7 ჩიქოვანი (21)

ლოკომოტივი 3:6 გაგრა

გოლები: 0:1 ქორიძე (2), 0:2 ქორიძე (4), 0:3 ოქროპირიძე (6), 1:3 შონია (8), 1:4 ბრეგვაძე (16), 1:5 ბარაბაძე (16), 1:6 კასრელიშვილი (21), 2:6 კიკაბიძე (პენ) (24), 3:6 კიკაბიძე (24)

გ ჯგუფი
"გ" ჯგუფის საბოლოო ცხრილი