კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

ზამთრის თასი 2019 | ა ჯგუფის მატჩები დასრულდა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019 "ა" ჯგუფის მატჩებით გაიხსნა. მეოთხედფინალის საგზურისთვის ერთმანეთს თბილისის "დინამო", თბილისის "ვიტ ჯორჯია", ბოლნისის "სიონი" და "ცხინვალი დაუპირისპირდნენ. გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრები იხილა, საბოლოოდ კი, შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება "ცხინვალმა" და "დინამომ" მოიპოვეს. ცხინვალელებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგეს და ცხრა ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ, დინამოელებმა კი, სამიდან ორი შეხვედრის მოგება მოახერხეს და 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.

მეოთხედფინალში "ცხინვალი" "ბ" ჯგუფის მეორე ადგილოსანთან გაარკვევს უძლიერესის ვინაობას, თბილისის "დინამო" კი, ამავე ჯგუფის პირველ ადგილოსანს დაუპირისპირდება.  

ვიტ ჯორჯია 2:4 ცხინვალი

გოლები: 1:0 გვასალია (7), 2:0 ნაჭყებია (8), 2:1 ჭურაძე (ს.კ) (9), 2:2 ლომსაძე (13), 2:3 ლ. ქურდაძე (17), 2:4 ლ. ქურდაძე (23)

დინამო თბ 4:1 სიონი

გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (1), 2:0 მექვაბიშვილი (5), 3:0 გულდედავა (6), 3:1 კალანდაძე (9), 4:1 ჯავახიშვილი (13)

ვიტ ჯორჯია 1:2 დინამო თბ

გოლები: 0:1 მოისწრაფიშვილი (პენ) (4), 1:1 მეტრეველი (5), 1:2 მოისწრაფიშვილი (8)

ცხინვალი 7:2 სიონი

გოლები: 0:1 ჯინჭარაშვილი (9), 1:1 ლ. ქურდაძე (10), 2:1 გ. ქურდაძე (11), 2:2 ჯავახიშვილი (13), 3:2 ლომსაძე (14), 4:2 ჯანელიძე (14), 5:2 ლომსაძე (16), 6:2 ჯანელიძე (17), 7:2 ხარძიანი (24)

დინამო თბ 2:3 ცხინვალი

გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (1), 1:1 ლომსაძე (2), 1:2 ლ. ქურდაძე (10), 1:3 ლ. ქურდაძე (12), 2:3 ჯანგველაძე (21)

სიონი 4:1 ვიტ ჯორჯია

გოლები: 1:0 ჯავახიშვილი (3), 2:0 ხვადაგიანი (4) 2:1 ლეშკაშელი (8), 3:1 მესხი (10), 4:1 საგანელიძე (17), ნაჭყებია (21), მეტრეველი (24)

ა ჯგუფი
"ა" ჯგუფის საბოლოო ცხრილი

ზამთრის თასი 2019-ის "ბ" ჯგუფის მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს 16:00 საათიდან დაიწყება.