კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

2018 წლის შემაჯამებელ დაჯილდოების ცერემონიას რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში გაიმართება. 

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე სტუმრების მიღება 18:00 საათიდან დაიწყება. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს დააჯილდოვებენ.

გასული წლის მსგავსად, 2018 წელს ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, ეროვნული ლიგის დაჯილდოების ცერემონია შედგება. “GFF Awards” ღონისძიების პირველი ნაწილი, სწორედ საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაეთმობათ.