- დინამო თბ 2:1 საბურთალო
- თბილისური დერბი დინამომ ლევან შენგელიას გოლით მოიგო...
კახა კაჭარავს გუნდმა, 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, ეროვნული ლიგის ლიდერი საბურთალო მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში პირველი გოლი გაგი მარგველაშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. მეორე ტაიმის განახლების შემდეგ, მალევე გიორგი რეხვიაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა.
? მატჩის მიმოხილვა
მატჩის კულმინაცია და გადამწყვეტი მომენტი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გუნდის ახალწვეულის - ლევან შენგელიას შესანიშნავი შორეული დარტყმა გახდა. შენგელიამ დინამოს შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა და კლუბს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოაპოვებინა.
აღსანიშნავია, ასევე დინამოს მოლდოველი მეკარის - სტეფან სიკაჩის შესანიშნავი თამაში, რომელმაც პირველ ტაიმში 3 ურთულესი ბურთი მოიგერია.
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ