კლუბი ±
1. საბურთალო საბურთალო 24 28 56
2. დინამო თბ დინამო თბ 23 26 51
3. დილა დილა 23 14 42
4. ჩიხურა ჩიხურა 24 13 38
5. ტორპედო ტორპედო 21 12 34
6. ლოკომოტივი ლოკომოტივი 24 -11 28
7. რუსთავი რუსთავი 24 -4 27
8. სიონი სიონი 24 -20 20
9. სამტრედია სამტრედია 24 -26 13
10. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 25 -32 12

კალენდარი

ოთხშაბათი, 3 ოქტომბერი

ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი

კვირა, 26 აგვისტო

კვირა, 23 სექტემბერი

ორშაბათი, 24 სექტემბერი

ხუთშაბათი, 27 სექტემბერი

ახალი ამბები

ტორპედო პლეი-ოფშია! ერთი ნაბიჯი ევროპის ლიგის ჯგუფამდე...

  • კუკესი 2:0 ტორპედო (ორი მატჩის ჯამში / 4:5)
  • ქუთაისელები ევროპის ლიგის პლეი-ოფში ლუდოგორეცს შეხვდებიან!

ქუთაისის ტორპედომ ევროპის ლიგის მესამე რაუნდის მატჩი, ალბანეთში, ადგილობრივი კუკესის წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი ალბანელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, თუმცა მიხეილ მესხზე, ქუთაისელებს 5:2 ჰქონდათ მოგებული და შემდეგ ეტაპზე, სწორედ კახაბერ ჩხეტიანის გუნდი გავიდა.

კუკესიმ ორივე გოლი პენალტით გაიტანა, ხოლო ქუთაისელებს ორი გოლი შვეიცარიელმა არბიტრმა ალაინ ბიერიმ არ ჩაუთვალა. თუმცა სადაო მომენტებზე, კახაბერ ჩხეტიანს მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ უსაუბრია "გამარჯვება მინდა მივულოცო კუკესის, მათ ეს დაიმსახურეს..." თქვა ჩხეტიანმა

📺 მატჩის მომენტები

"ტორპედო" მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს

ორი პენალტი, ორი არჩათვლილი გოლი და არაერთი სადაო მომენტი... "ტორპედო" მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს.

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ხუთშაბათი, 16 აგვისტო, 2018

"მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო..." განაცხადა ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა. "ქართული და ალბანური ფეხბურთი, დაახლოვებით იგივე განვითარების ეტაპზე დგას, ორივე ქვეყანა ახლა იწყებს ამ კუთხით პირველი დიდი ნაბიჯების გადადგმას და მინდა წარმატება ვუსურვო ალბანეთს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე."

  • 23 აგვისტო | ტორპედო - ლუდოგორეცი | მიხეილ მესხი
  • 30 აგვისტო | ლუდოგორეცი - ტორპედო | ლუდოგორეც არენა

ქუთაისელები პლეი-ოფში ბულგარულ, რაზგრადის ლუდოგორეცს შეხვდებიან. ლუდოგორეცმა ევროტურნირები, ჩემპიონთა ლიგაზე, ჩრდილო ირლანდიური - კრუსეიდერსის დამარცხებით დაიწყო (9:0 - ორი მატჩის ჯამში). მაგრამ შემდეგ, მეორე ეტაპიდან უნგრულ მოლ ვიდისთან (ყოფილი - ვიდეოტონი) გამოვარდა. ევროპის ლიგის მესამე რაუნდში, ბულგარელებმა ბოსნიური ჟრინსკი მოსტარის ბარიერი დაძლიეს.