კალენდარი

ოთხშაბათი, 21 ნოემბერი

შაბათი, 24 ნოემბერი

კვირა, 25 ნოემბერი

ორშაბათი, 26 ნოემბერი

ხუთშაბათი, 29 ნოემბერი

პარასკევი, 30 ნოემბერი

ახალი ამბები

გია ცეცაძე ევროპა ლიგაზე სამტრედიას გაწვრთნის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" თხოვნა, რის შედეგადაც,  გია ცეცაძე 2018 წლის ევროპა ლიგისთვის "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს. 

კლუბს, მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმების საფუძველზე, გია ცეცაძე სამტრედიაში სანაკრებო პაუზისას იმუშავებს, ხოლო 21- წლამდე ნაკრებს მომდევნო შეკრებისთანავე დაუბრუნდება.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ", რათა ევროპა ლიგისთვის დროებით კლუბში ემუშავა გია ცეცაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

მწვრთნელთან მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, ახალგაზრდულის შეკრებამდე, გიას ემუშავა "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე.  

ჩვენის მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა კლუბს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რადგან მათი წინსვლა, მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატებაა."

- აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ყაზახურ ტობოლს დაუპირისპირდებიან, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები - ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა თამაშობენ. პირველი მატჩი 10 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ვრცლად