კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

სიახლე ეროვნულ ლიგაში: პოლარის სისტემა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ხვალ, 16 სექტემბერს, სამტრედია - ლოკომოტივის მატჩში გამოიყენება თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული საწვრთნელი ტექნოლოგია, რომელიც სპორტის სხვა სახეობებშიც პოპულარულია და „პოლარის“ სახელითაა ცნობილი.

დაფარული დისტანციის, აჩქარებების რაოდენობის, ტემპის ცვალებადობისა და დატვირთვების გაზომვა და ანალიზი რეალურ დროში - ამ სისტემით სხვა უამრავი ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი, რაც დღევანდელ ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი საშუალებაა მწვრთნელებისთვის გუნდის მომზადების პროცესში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, კვლავ აქტიურად ითანამშრომლოს კლუბებთან და ახლო მომავალში სხვა საინტერესო სიახლეებიც დანერგოს ეროვნულ ლიგაში.