კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა 2 | ვიტ-ჯორჯია და სიონი გალიდერდნენ

10-11 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

ცხინვალმარუსთავისფოლადზემარტვილისმერანსუმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ანგარიში მე-20 წუთზე მარტვილელთა უკრაინელმა ლეგიონერმა სერგეი ტრეტიაკმა გახსნა. სტუმრებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ტაიმში მოახერხეს, 48- წუთზე მათმა შემტევმა ვანო კურდღელაშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ცხინვალელთა მეკარეს აუღებელი დაურტყა. 55- წუთზე კურდღელაშვილმა დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდი უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა. საბოლოო ანგარიში 67- წუთზე დაფიქსირდა, „მერანსპრესტიჟის გოლი თამაზ მაქაცარიამ გაუტანა.

მცხეთა პარკზეერთმანეთსგაგრადა ბოლნისისსიონიდაუპირისპირდნენ. შეხვედრა, მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა და ბოლნისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი ჯაბა დვალმა ითამაშა - ფორვარდმა დუბლი შეასრულა. დვალმა გოლების გატანა 45- და 84- წუთებზე მოახერხა. ორ ტურში მოპოვებული ორი გამარჯვებითსიონიმეორე ადგილზეა, „გაგრასკი ერთი ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს.

მეორე ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მარტვილში გაიმართა. წყალტუბოს "სამგურალმა“ „რუსთავი“ „მურთაზ ხურცილავაზემიიღო და 4:2 დაამარცხა მეტოქე. იმერლებმა მატჩის საწყის წუთებზე მოიპოვეს საკმაოდ სოლიდური უპირატესობა, მე-16 და 22- წუთებზე რუსთაველთა კარი, შესაბამისად, თენგიზ ბრეგვაძემ და გაგა ჩხეტიანმა აიღეს. მე-60 წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მათმა ბომბარდირმა დათა სიჭინავამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლიდან ზუსტად ორ წუთშისამგურალმაორბურთიანი სხვაობა აღადგინა- "რუსთავსამჯერად ბაქარ ლაღაძემ გაუტანა. მალევე, 65- წუთზე გაგა ჩხეტიანმა დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. შეხვედრაში წერტილი დათა სიჭინავამ დასვა: რუსთაველთა შემტევმა გოლის გატანა მე-80 წუთზე მოახერხა.

დრამატული გამოდგა ტყიბულისმეშახტისადა ლანჩხუთისგურიასდაპირისპირება, რომელიც იმერელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში გურულებმა გახსნეს: მე-10 წუთზე გოლით გიორგი კაშია გამოირჩა. ტყიბულელებმა გათანაბრება პირველ ნახევარში მოახერხეს, 35- წუთზეგურიასლუკა ჭოხონელიძემ გაუტანა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა გამარჯვების მოპოვება მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა. გამარჯვების გოლი მურად აფხაზავას ანგარიშზეა.

ტურის ბოლო შეხვედრა ზედა ეწერის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. „ზუგდიდმა“ „ვიტ-ჯორჯიასუმასპინძლა და 3:0 დამარცხდა. ვეტერინართა მხრიდან ჰეთ-თრიკი ზურაბ ღირდალაძემ შეასრულა. შემტევმა მე-8, 45- და 55- წუთებზე გაიტანა. თბილისურმა კლუბმა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება შესანიშნავად დაიწყო, საწყის ორ ტურში თენგიზ კობიაშვილის გუნდმა ექვსი გოლი გაიტანა, არც ერთი არ გაუშვია და მოპოვებული ექვსი ქულით პირველ ადგილზეა.