კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

კახა კაჭარავა: მეტი კონცენტრაციაა საჭირო

დინამო 1:0 კოლხეთი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია დინამო არენაზე.

გელა სანაია: გილოცავთ ჩემპიონატის დაწყებას. დინამოსთან გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება. ძირითადის სამი ფეხბურთელი გვაკლდა და რა თქმა უნდა ეს აისახა ჩვენს გამოსვლაზე. გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა. მიუხედავად პრობლემებისა ვფიქრობ კოლხეთი არ იქნება ხელწამოსაკრავი გუნდი. კახის ვულოცავ გამარჯვებას და დინამოში დაბრუნებას.

კახი კაჭარავა: მეც გილოცავთ ყველას ეროვნული ლიგის დაწყებას. ვეთანხმები გელას, ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში არაერთი მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. ჩვენი გუნდი მოგეხსენებათ 3 დღეა რაც დაბრუნდა. მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ. იცით, რომ დინამოში გასული წლიდან ორი ფეხბურთელი დარჩა, დიდი ნამატი გვაქვს აკადემიის გუნდიდან და შესაბამისად მათ სჭირდებათ დრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თამაშზე არ ვიბრძოლებთ. იყო მომენტები სადაც ჩანდა, რომ მეტი კონცენტრაციაა საჭირო.

დინამო ინსტაგრამზე: