სეზონი 2017 დავით აბაშიძე - ზესტაფონი Erovnuli Liga HD3 ა. ნონიკაშვილი
-
:
-
HT — PEN —

საინტერესო გამოდგა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული საჩხერის „ჩიხურასა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირება, რომელიც საჩხერელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩი იმერელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი გოლიც მათ გაიტანეს, მე-12 წუთზე გიორგი კორიფაძის ჩაწოდებას მეტოქის საჯარიმოში გიორგი გაბედავა გამოეხმაურა და თავური დარტყმით აიღო აზამატ ჯიოევის კარი. მიუხედავად სწრაფი გოლისა, ქობულეთელებმა გათანაბრება მალე მოახერხეს, მე-19 წუთზე ალექსანდრე გურულის გადაცემის შემდეგ, ასევე თავური დარტყმით, დინო ჰამზიჩს ირაკლი ჭეჟიამ გაუტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ჩიხურამ“ დაწინაურება მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხა, 54-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა კუთხური მოაწოდა, საჯარიმოში ყველას ლევან კაკუბავამ დაასწრო და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე დაფიქსირდა, საჩხერელთა პირველი გოლის მსგავსად, საგოლე გადაცემა კვლავ გიორგი კორიფაძემ შეასრულა დუბლი კი, გიორგი გაბედავამ გაიფრომა. ამ გამარჯვებით საჩხერის „ჩიხურამ“ 7 ქულა მოაგროვა და ეროვნული ლიგის სათავეში მოექცა. 

მსაჯები

  • არბიტრი - ა. ნონიკაშვილი
     
  • პირველი ასისტენტი - ლ. ვარამიშვილი
  • მეორე ასისტენტი - გ. ელიკაშვილი
     
  • მეოთხე მსაჯი - ბ. ნინუა
მიმოხილვა
მატჩის ჩანაწერი

შემადგენლობა

ჩიხურა

მთავარი მწვრთნელი

სოსო ფრუიძე

სტატისტიკა

თამაშის სტატისტიკა

ბურთის ფლობა
51%
49%
საგოლე მომენტები
0
0
კარში დარტყმები
7
4
კარისკენ დარტყმები
11
2
კუთხურები
4
7
სეივები
0
0
თამაშგარეები
0
0
ჯარიმები
18
13
ყვითელი ბარათები
1
0
წითელი ბარათები
0
0
პასები
551 (86%)
522 (83%)

პირისპირ

ჩიხურა
სულ მოგება
3
სახლში
1
სტუმრად
2
შუქურა
სულ მოგება
0
სახლში
0
სტუმრად
0
4
შეხვედრა
1 ფრე