ჩიხურა შუქურა
ტური 3

საბოლოო ანგარიში
3
:
1
HT — 1:1
ა. ნონიკაშვილი
დავით აბაშიძე - ზესტაფონი
Erovnuli Liga HD3

საინტერესო გამოდგა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული საჩხერის „ჩიხურასა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირება, რომელიც საჩხერელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩი იმერელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი გოლიც მათ გაიტანეს, მე-12 წუთზე გიორგი კორიფაძის ჩაწოდებას მეტოქის საჯარიმოში გიორგი გაბედავა გამოეხმაურა და თავური დარტყმით აიღო აზამატ ჯიოევის კარი. მიუხედავად სწრაფი გოლისა, ქობულეთელებმა გათანაბრება მალე მოახერხეს, მე-19 წუთზე ალექსანდრე გურულის გადაცემის შემდეგ, ასევე თავური დარტყმით, დინო ჰამზიჩს ირაკლი ჭეჟიამ გაუტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ჩიხურამ“ დაწინაურება მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხა, 54-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა კუთხური მოაწოდა, საჯარიმოში ყველას ლევან კაკუბავამ დაასწრო და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე დაფიქსირდა, საჩხერელთა პირველი გოლის მსგავსად, საგოლე გადაცემა კვლავ გიორგი კორიფაძემ შეასრულა დუბლი კი, გიორგი გაბედავამ გაიფრომა. ამ გამარჯვებით საჩხერის „ჩიხურამ“ 7 ქულა მოაგროვა და ეროვნული ლიგის სათავეში მოექცა. 

მსაჯები

  • არბიტრი - ა. ნონიკაშვილი
     
  • პირველი ასისტენტი - ლ. ვარამიშვილი
  • მეორე ასისტენტი - გ. ელიკაშვილი
     
  • მეოთხე მსაჯი - ბ. ნინუა

30. დინო ჰამზიჩი
9. გიორგი გაბედავა
15. გიორგი კორიფაძე
19. ლევან კაკუბავა
21. გიორგი ივანიშვილი
24. ლაშა ჩიკვაიძე
27. დენის დობროვოლსკი
29. ზაზა ჭელიძე
37. შოთა კაშია C
39. თორნიკე გორგიაშვილი
99. ნიკოლოზ გელაშვილი

სათადარიგო შემადგნელობა

1. კონსტანტინე სეფიაშვილი
5. ბაქარ მირცხულავა
7. გიორგი განუგრავა
10. მიშიკო სარდალიშვილი
18. დიმიტრი ტატანაშვილი
22. ირაკლი ლექვთაძე
92. ბესო დეკანოიძე

მთავარი მწვრთნელი

სამსონ ფრუიძე

1. აზამატ ჯიოევი C
5. ბორის მახარაძე
6. შერმადინ ართმელაძე
7. ლევან კუტალია
8. ჯეფინიო
11. ირაკლი კლიმიაშვილი
16. ლევან საბაძე
17. ალექსანდრე გურული
33. ირაკლი ჭეჟია
77. გიგა მამულაშვილი
99. რომან ჩაჩუა

სათადარიგო შემადგენლობა

12. დავით მოწყობილი
2. დავით ცეცხლაძე
9. გიორგი არქანია
15. გიორგი ჭანუყვაძე
19. ზაზა ჯინჭარაძე
88. თორნიკე დაგარგულია

მთავარი მწვრთნელი

გია გურული

ბურთის ფლობა
51%
49%
კარში დარტყმა
7
4
კარისკენ დარტყმა
11
2
კუთხური
4
7
ჯარიმა
18
13
ყვითელი ბარათი
1
0
წითელი ბარათი
0
0
პასები (%)
551 (86%)
522 (83%)