კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

ვაგნერი საბურთალოში დაბრუნდა

ეროვნული ლიგის შარშანდელი გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი - ვაგნერ გონსალვესი საბურთალოში დაბრუნდა. საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელი თბილისურმა კლუბმა, ეროვნული ჩემპიონატის 2016 წლის გარდამავალი სეზონის დაწყებამდე, ფრანგული ბასტიადან დაიმატა.

საბურთალოში გატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, ვაგნერი თბილისურმა კლუბმა ბელგიაში, სერკლ ბრიუგეში იჯარის წესით გაანათხოვრა. ახლა კი, წარმოშობით ბრაზიელიელი შემტევი, იჯარის პერიოდის ამოწურვის შემდეგ, საბურთალოში დაბრუნდა.

საბურთალომ 2017 წლის სეზონი ეროვნულ ლიგაში მეოთხე ადგილზე დაასრულა, თბილისელებს ევროთასების საგზური საჩხერის ჩიხურამ აართვა, რომელიც ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.

ვაგნერ გონსალვესი (საბურთალო):  ეროვნული ლიგა 2017 - 15 მატჩი, 4 გოლი, 6 საგოლე გადაცემა