კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ლოკომ შონია და დავითაშვილი დაიმატა

თბილისის ლოკომოტივმა ბათუმის დინამოს კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი - თემურ შონია დაიმატა . 27 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის, 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
 

აჭარულ კლუბში, შონია 2014 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი 2009 წლიდან, 5 წლის მანძილზე ცხინვალის ფეხბურთელი იყო. ბათუმის დინამოსა და ცხინვალის მაისურით, მან ეროვნულ ლიგაში 203 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი, შონიამ ცხინვალთან ერთად, ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარა, სადაც 29 მატჩში, 6 გოლის გატანა შეძლო.

2017 წელს, შონია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მან მონაწილეობა ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მიიღო. ჯერ უზბეკეთის, შემდეგ კი იორდანიის ნაკრებების წინააღმდეგ. უზბეკეთთან გამართულ მატჩში (2:2), ერთი გოლი სწორედ შონიამ გაიტანა.

ლოკომ ასევე ზურიკო დავითაშვილი გაიფორმა. დინამოს16 წლის ყოფილმა შემტევმა ლოკომოტივთან ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.