კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

გიორგი დევდარიანი ლოკომოტივს აღარ გაწვრთნის

გიორგი დევდარიანი თბილისის ლოკომოტივს აღარ გაწვრთნის. 44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ლოკომოტივის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.
 

ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, ინფორმაციას ლოკომოტივი მოგვიანებით გაავრცელებს. 

დევდარიანი ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი 2016 წლის ოქტომბერში, გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გახდა.
 

2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება, ლოკომოტივმა მე-6 პოზიციაზე დაასრულა. დევდარიანის გუნდმა 53 ქულა დააგროვა, რაც ევროთასებზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
 

- fcloco.ge