კალენდარი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ახალი ამბები

ქუთაისის ტორპედო საქართველოს ჩემპიონია!

ქუთაისის ტორპედო საქართველოს ჩემპიონია. ქუთაისურმა კლუბმა ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული ისოტირიაში მეოთხედ მოიპოვა, პირველად ტორპედომ ჩემპიონობა 2000 წელს მოიგო და მომდევნო წლებშიც 2-ჯერ გაიმარჯვა. 2000, 2001 და 2002 წლების ზედიზედ სამი ჩემპიონობის შემდეგ ქუთაისელებმა ტიტული 15 წლიანი შესვენების შემდეგ მოიგეს.

თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გასამართი ბოლო ტურის მატჩი, რომელიც ცხრილში არსებული ქულთა სხვაობის გამო ფინალის ხასიათს ატარებდა, დინამო არენაზე გაიმართა. 75 ქულით პირველ ადგილზე მყოფ თბილისის დინამოს ჩემპიონობისათვის ფრეც ჰყოფნიდა, ხოლო ქუთაისელებს აუცილებლად 3 ქულა სჭირდებოდათ. 

74 წუთზე ტორპედოელმა თორნიკე კაპანაძემ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, ბოლო წუთებში დინამოელები გააქტიურდნენ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შეცვლაზე შემოსულმა უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა პენალტის მოპოვება შეძლო. საპენალტო ნიშნულთან გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი მივიდა, კარის შუაში ძლიერად დარტყმული მეტოქე გუნდის კაპიტანმა - როინ კვასხვაძემ მოიგერია და ქუთაისურ გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.