კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

#დერბისდღე | დინამო - ტორპედო

დღეს, 17:00 საათზე დინამო არენა 67-ე ქართულ დერბის უმასპინძლებს. თბილისური და ქუთაისური კლუბების დაპირისპირების ისტორიაში აღნიშნული მატჩი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან 2017 წლის საქართველოს ჩემპიონი სწორედ დერბიში გამოვლინდება. ეროვნულ ჩემპიონატში აქამდე გამართული 66 მატჩიდან 34 დინამოელებმა მოიგეს, 15 ტორპედოელებმა, 17 შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა. 

დღევანდელ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი 2-5 ლარია. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხსა და ჩვენს ვებ-გვერდზე შეგეძლებათ.