კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონი დასრულდა

25 ნოემბერს ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო, 36-ე ტურის მატჩები გაიმართა.

თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე პენალტით ალიკო ჩაკვეტაძემ გაიტანა. გურულებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უპირობო გამარჯვებასთან ერთად უშუალო კონკურენტის წარუმატებელი თამაში სჭრიდებოდა. საბოლოოდ ლანჩხუთელთა მარცხთან ერთად, მათმა კონკურენტმაც დამაჯერებლად იმაჯვა და შედეგად „გურია“ გადათამაშებაში იასპარეზებს.

ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა „ცხინვალმა“. 36-ე ტურის შეხვედრაში მალხაზ ლაცაბიძის გუნდი „გაგრას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით - 4:0 მოიგო. გამარჯვებულთა მხრილად გოლები ლევან ბარაბაძემ, ნიკოლოზ მაისურაძემ, თამაზ ლომსაძემ და სანდრო ქრისტესიაშვილმა გაიტანეს. მოპოვებული სამი ქულით „ცხინვალმა“ 40 ქულა დააგროვა და 2017 წლის სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. 

მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონმა მეგრულ დერბის უმასპინძლა. ადგილობრივი „მერანი“ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მარტვილელთა მხრიდან დუბლით რევაზ ბარაბაძემ გამოირჩა, ზუგიდელთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი კი, ცოტნე სამუშია გახდა. გადათამაშების ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად „ზუგდიდს“ სამი ქულა სჭირდებოდა. მარცხის შედეგად კი, ზუგდიდურმა კლუბმა ბოლო მეათე ადგილზე გადაინაცვლა და ლიგიდან გავარდა. 

უშუალო კონკურენტის წარუმატებელი თამაშით კარგად ისარგებლა ტყიბულის „მეშახტემ“. ტყიბულელები ქუთაისის რამაზ შენგელია სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულს, „რუსთავს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გამარჯვების გოლი 55-ე წუთზე გიორგი ცაგარეიშვილმა გაიტანა. ამ გამარჯვებით იმერლებმა „ზუგდიდს“ გადაასწრეს და გადათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ბოლნისის „სიონისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაყურებელმა საინტერესო თამაში იხილა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. საბოლოოდ შეხვედრა წყალტუბოელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მათი მხრიდან გოლები ზაურ გოგუაძემ და დემურ ჩიხლაძემ გაიტანეს. ბოლნისელთა მხრიდან კი, მეტოქის კარის აღება გიორგი მიქაბერიძემ მოახერხა.

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონი „რუსთავის“ გამარჯვებით დასრულდა. რუსთაველებმა 83 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილზე გასულ მარტვილის „მერანს“ სამი ქულით გაასწრეს. მესამე ადგილი 59 ქულით ბოლნისის „სიონმა“ დაიკავა. ლიგიდან პირდაპირი წესით „ზუგდიდი“ გავარდა. გადათამაშებაში კი, ლანჩხუთს „გურია“ და ტყიბულის „მეშახტე“ იასპარეზებენ. ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი 30 გატანილი გოლით დათა სიჭინავა გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე კი, 21-21 გოლით თამაზ მაქაცარია და სერგეი ტრეტიაკი გავიდნენ.

პლეი-ოფში ბოლნისის „სიონის“ მეტოქე უკვე ცნობილია, ბოლნისელები ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდებიან. მარტვილის „მერანის“ მეტოქე კი, ეროვნული ლიგის 36-ე ტურის დასრულების შემდეგ გაირკვევა. პლეი-ოფის მატჩები 30 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გაიმართება. რაც შეეხება გადათამაშებას, 29 ნოემბერს და 3 დეკემბერს ტყიბულის „მეშახტე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდება, ლანჩხუთის „გურია“ კი, „თელავს“.

ფოტო - FC Rustavi