ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 35 +51 75
2. ტორპედო 35 +31 73
3. სამტრედია 35 +23 67
4. საბურთალო 35 +18 57
5. ლოკომოტივი 35 +11 53
6. ჩიხურა 35 -8 52
7. დილა 35 -10 40
8. დინამო ბთ 35 -31 33
9. კოლხეთი 1913 35 -43 23
10. შუქურა 35 -42 21
ადგ. კლუბი ±
1. რუსთავი 35 +48 83
2. მერანი 35 +50 77
3. სიონი 35 +5 59
4. გაგრა 35 +12 53
5. სამგურალი 35 -1 50
6. ვიტ ჯორჯია 35 +1 49
7. ცხინვალი 35 -17 37
8. გურია 35 -20 37
9. ზუგდიდი 35 -35 25
10. მეშახტე 35 -43 24
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

ტორპედომ ლიდერთან სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა

22-23 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა. ბათუმელებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს, მე-4 წუთზე თეიმურაზ შონიამ მცველების შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. გაშვებული გოლის შემდეგ საჩხერლები გააქტიურდნენ და წონასწორობა მალევე აღადგინეს. მე-16 წუთზე თორნიკე გორგიაშვილის შორეული გადაცემით გიორგი გაბედავამ ისარგებლა და მეკარესთან პირსპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია. მიუხედავად რამდენიმე რეალური მომენტისა პირველ ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა. მეორე ტაიმი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. „დინამოს“ დაწინაურების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ „ჩიხურამ“ ზურაბ მწყერაშვილის შესანიშნავი თამაშის წყალობით ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა. დინამოელთა შეტევების პარალელურად იმერლები მწვავე კონტრიერიშებს ახორციელებდნენ. 70-ე წუთზე კი, ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევის შედეგად გიორგი ივანიშვილის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა და „ჩიხურა“ დააწინაურა. დარჩენილ დროში „დინამო“ ბევრს ეცადა, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და ბათუმელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა დაკარგეს. 

მნიშვნელოვანი თამაში მოიგო თბილისის „საბურთალომ“. საბურთალოელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს „საბურთალომ“ გახსნა. მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით გუნდის კაპიტანმა, გიორგი ხარაიშვილმა აიღო. მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და თბილისურმა კლუბმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვა. 56-ე წუთზე ნდუე მუეცის გადაცემით ანგარიში ორამდე გიორგი კოხრეიძემ გაზარდა. ამის შემდეგ ტემპი შედარებით დაეცა და თამაში ძირითადად ცენტრში მიმდინარეობდა. საბურთალოელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა 70-ე წუთზე მოახერხეს, ვლადიმერ მამუჩაშვილის შორეული გადაცემით გიორგი ხარაიშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და საკუთარი გუნდის მორიგი იერიში შედეგიანი დარტმით დაასრულა. შეხვედრის ბოლო წუთებში ინიციატივა გორელებმა მოიპოეს და პრესტიჟის გოლი გაიტანეს. 84-ე წუთზე გილერმე მორასის გამჭოლი გადაცემის შედეგად გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. ამ გამარჯვებით „საბურთალომ“ უშუალო კონკურენტის, თბილისის „ლოკომოტივის“, მარცხით ისარგებლა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

დრამატული შეხვედრა გაიმართა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. ადგილობრივმა „ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მარცხდებოდა საბოლოოდ მაინც მოახერხა უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-10 წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი იერიში ირაკლი სიხარულიძემ დააგვირგვინა. გაშვებული გოლის შემდეგ ქუთაისელებმა აქტიურად შეუტიეს და გათანაბრება პირველივე ტაიმში შეეძლოთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში რევაზ თევდორაძე ზუსტად მოქმედებდა. თავისმხრივ ლოკო მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდა და როინ კვასხვაძემ რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოუწია. წონასწორობა მეორე ტაიმის საწყის წუთებზე აღდგა. გრიგოლ დოლიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. სწრაფი გოლის მიუხედავად ტორპედოელებმა უპირატესობა ვერ მოიპოვეს და პირიქით, მალევე ლოკო მეორედ დაწინაურდა. 56-ე წუთზე თბილისელთა სწრაფი კონტიერში ამჯერად გიორგი გოროზიამ აქცია გოლად. ამის შემდეგ „ლოკომოტივმა“ უკან დაიხია და გიორგი დევდარიანის გუნდი ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მატჩის საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა მოედანზე შოთა ბაბუნაშვილის გამოჩენამ მოახდინა. გამოცდილი ნახევარმცველმა 70-ე წუთზე მათე კვირკვია შეცვლა და შემოსვლიდან ზუსტად სამ წუთში შორეული საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ეფექტურმა გოლმა ტორპედოელებზე კარგად იმოქმედა და კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტია. მასპინძლები მატჩის მიწურულს დაწინაურდნენ. 85-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ შეტევის მარცხენა ფლანგზე ტექნიკურად ითამაშა, მეტოქე ჩამოიშორა და გამჭოლი გადაცემით თორნიკე კაპანაძეს დუბლი შეასრულებინა. დარჩენილ დროში „ლოკომოტივმა“ ანაგრიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ უშედეგოდ და მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გოლი საკუთარ კარში მიიღო. საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით გიორგი კუხიანიძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართა. გათამაშების ლიდერი, „დინამო“ გასული სეზონის ჩემპიონს, „სამტრედიას“ შეხვედა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩი დინამოელთათვის კარგად დაიწყო, პირველივე წუთზე ბექა ქავთარაძემ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ ლაშა თოთაძის შესრულები სტანდარტი ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია. ამის გარდა ორივე გუნდის კართან საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა მეკარები კარგად თამაშობდნენ. დედაქალაქელთა მხრიდან ყველაზე რეალური მომენტები ოთარ კიტეიშვილს ჰქონდა, სამტრედიელთა მხრიდან კი, ანტე გიის. შეხვედრის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გავიდა. დავით რაჟამაშვილის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით ანრი ნდონგმა გაიტანა. ამ მარცხით უშუალო კონკურენტებთან „დინამოს“ უპირატესობა შემცირდა და ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. 31-ე ტურის შემდეგ ლიდერთა სამეული ასე გამოიყურება: 1. დინამო თბ - 65 ქულა, 2. ტორპედო - 64 ქულა, 3. სამტრედია - 61 ქულა. 

31-ე ტურის ერთი შეხვედრა, რომელიც ფოთის „კოლხეთსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის უნდა გამართულიყო მასპინძელი კლუბის მხრიდან სტადიონის მატჩისთვის ვერ მომზადების გამო გადაიდო. ამ ფაქტთან დაკავშირებით 23 ოქტომბერს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა საგანგებო სხდომა გამართა. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ეროვნული ლიგის მომდევნო, 32-ე ტურს შეხვედრები 28-29 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო - www.fctorpedo.ge