კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

ნიუ-იორკ „კოსმოსის“ ყოფილი ფეხბურთელი „დილას“ ღირსებას დაიცავს

26 წლის განის მოქალაქე კალიფ ალჰასანი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. შემტევი ფეხბურთელი ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის კლუბ „ნიუ იორკ კოსმოსიდან“ გადმოვიდა, რომლის საპატიო პრეზიდენტი ფეხბურთის ლეგენდა ბრაზილიელი პელეა. 1970-80-იან წლებში „ნიუ იორკ კოსმოსი“ განთქმული იყო ხმაურიანი ტრანსფერებით, კლუბში არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი თამაშობდა: პელე, კარლოს ალბერტო, ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან ნეესკენსი, ვლადისლავ ჟმუდა. ხოლო ბოლო პერიოდში „ნიუ იორკ კოსმოსის“ რიგებში ასპარეზობდნენ მარკოს სენა და ლეგენდარული რაული, რომელმაც კარიერა აღნიშნულ კლუბში დაასრულა. პროფესიული საფეხბურთო კარიერა კალიფ ალჰასანმა მშობლიურ „ლიბერთი პროფესიონალში“ დაიწყო 2007 წელს. 2010 წლიდან მან არაერთი სეზონი გაატარა ამერიკის საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში (MLS) სადაც კლუბების: „პორტლანდ ტიმბერზის“, „მინესოტა იუნაიტედის“ და „ტამპა ბეი რაუდის“ ღირსებას იცავდა. „ნიუ იორკ კოსმოსში“ ალჰასანი 2017 წლის დასაწყისში გადავიდა.

კალიფ ალჰასანი - დაიბადა აკრაში, განა. 1990 წლის 15 ოქტომბერს. სიმაღლე 178 სმ. პოზიცია - შემტევი ნახევარმცველი, ფორვარდი. განის 17-წლამდე და 20-წლამდე ნაკრების წევრი. კალიფ ალჰასანის მამა, ჯორჯ ალჰასანი განის ეროვნული ნაკრების წევრი იყო და ორჯერ აქვს მოგებული აფრიკის ეროვნებათა თასი.

კალიფ ალჰასანი გუნდს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ წარუდგინა. 
„დილას“ ახალწვეულმა მცირე კომენტარი გააკეთა: „მოხარული ვარ აქ, რომ ვარ. პირველად ვარ საქართველოში. ვეცდები გამოვადგე გუნდს და ერთად მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც გუნდს აქვს დასახული.“

© სკ „დილა გორი“ პრესსამსახური