ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 23 +44 53
2. ტორპედო 23 +16 47
3. სამტრედია 23 +12 44
4. ლოკომოტივი 23 +9 36
5. საბურთალო 23 +4 33
6. ჩიხურა 23 -9 33
7. დინამო ბთ 23 -9 26
8. დილა 23 -10 22
9. კოლხეთი 1913 23 -19 19
10. შუქურა 23 -38 11
ადგ. კლუბი ±
1. მერანი 23 +34 52
2. რუსთავი 23 +27 51
3. სიონი 23 +8 43
4. სამგურალი 23 +3 38
5. გაგრა 23 +8 36
6. ვიტ ჯორჯია 23 +5 34
7. გურია 23 -13 25
8. ცხინვალი 23 -16 20
9. მეშახტე 23 -31 14
10. ზუგდიდი 23 -25 14
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

თბილისის დინამომ დილა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხა

4, 5 და 6 აგვისტოს ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, გორის „დილას“ უმასპინძლა. დინამოელებს მეტოქე ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში 2013 წლის შემდგომ არ ჰყავდათ დამარცხებული და წარუმატებელი სერია სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში შეწყვიტეს. „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი დედქალაქელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით - 5:0 დასრულდა. ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, ბექა მიქელთაძის გამჭოლი გადაცემის შედეგად ბაქარ ქარდავამ ერთი შეხებით დაარტყა და მიხეილ მუჯრიშვილს შანსი არ დაუტოვა. ამ გოლიდან ზუსტად ორ წუთში „დინამოს“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. გიორგი ჩაკვეტაძის ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან მიქელთაძემ გაიტანა. შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით გაგრძელდა და პირველ ნახევარში დინამოელებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს. 27-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქე გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია. მეორე ტაიმი იგივე სცენარით წარიმართა. სათამაშო უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ და სახიფათო მომენტებიც ძირითადად გორელთა კართან იქმნებოდა. საბოლოოდ 68-ე წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით ჩაკვეტაძემ დუბლი გაიფორმა. 87-ეზე კი, შეცვლაზე შემოსულმა ლაშა ქოჩლაძემ საბლოო ანგარიში დააფიქსირა.

მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა ბათუმის „რაგბი არენაზე“ გამართული ადგილობრივი „დინამოსა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირდება. მატჩი ბათუმელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ შექმნილი მომენტების რეალიზება სტუმრებმა უკეთ შეძლეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. სამტრედიელთათვის მნიშვნელოვანი სამი ქულის მომტანი გოლი 69-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა. გამოცდილმა ფორვარდმა გიული მანჯგალაძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით აიღო ლევან შოვნაძის კარი. როგორც უკვე მოგახსენეთ მასპინძლებმა საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ელგუჯა გრიგალაშვილის მომენტები. აჭარელთა ნახევარმცველს ორი ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში არაზუსტად იმოქმედა. ამ გამარჯვებით „სამტრედიამ“ მესამე ადგილი განიმტკიცა, „დინამომ“ კი, სამ მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და გადათამაშების ზონას სულ რაღაც ერთი ქულა აშორებს. 

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ქუთაისის „ტორპედომ“. ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა. მართალია გულშემატკივარმა გატანილი გოლები ვერ იხილა, მაგრამ სახიფათო მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა და გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ქუთაისელთა მხრიდან კარგი მომენტები ჰქონდათ გრიგოლ დოლიძესა და ლევან კუტალიას. ფოთელთა მხრიდან კი, ანგარიშის გახსნასთან ყველაზე ახლოს გიორგი ჯანელიძე გახლდათ. არფანგ დაფეს გადაცემის შედეგად გამოცდილი ნახევარმცველი მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია. ასეა თუ ისე აღნიშნულ შეხვედრაში გოლი არ გასულა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს.

საჭირო ქულები დაკარგა კიდევ ერთმა იმერულმა კლუბმა. საჩხერის „ჩიხურა“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-12 წუთზე დავით ჩაგელიშვილის გამოზომილი გადაცემის შედეგად ხელსაყრელ მდგომარეობაში მარსელინიო აღმოჩნდა და ბრაზილიელმა ლეგიონერმა მომენტი მარტივად დაასრულა. გატანილი გოლის შემდეგ ქობულეთელებმა უკან დაიხიეს და მომენტების შექმნას კონტრშეტევების საშუალებით ცდილობდნენ. საჩხერელები კი პირიქით, გაშვებული ბურთის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და სტუმართა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. მასირებულმა შეტევებმა შედეგი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიღო. 44-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ შორეული საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში თამაშის მიმდინარეობა არ შეცვლილა. იმერლები დიდი ძალებით უტევდნენ, აჭარლები კი, თავს კარგად იცავდნენ და მწვავე კონტრიერიშების განხორციელებას ცდილობდნენ. საბოლოოდ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და ზედიზედ წაგებული ექვსი შეხვედრის შემდეგ „შუქურამ“ ფრედ ითამაშა. 

21-ე ტური უხვგოლიანი შეხვედრით დასრულდა. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ თბილისურ დერბიში ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საბურთლოელთა აბსოლიტური უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 6:0 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა. ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, ლაშა შინდაგორიძის ჩაწოდების შემდეგ თავით დავით ვოლკოვმა გაიტანა. მალევე, მე-16 წუთზე გიორგი ხარაიშვილის გამოზომილი პასის შედეგად ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახადა. „საბურთალო“ ამაზე არ გაჩერდა და ამ მომენტიდან ზუსტად 4 წუთში საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით საკუთარი გოლი გიორგი ხარაიშვილმაც გაიტანა. სამბურთიანი უპირატესობის მიუხედავად გია ჭიაბრიშვილის გუნდი კვლავ აქტიურად უტევდა და პირველი ნახევრის დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გავიდა. 29-ე წუთზე ვოლკოვმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, 39-ეზე კი, ლაშა შინდაგორიძემ მეხუთედ აიღო რევაზ თევდორაძის კარი. მეორე ტაიმი შედარებით განსხვავებული სცენარით წარიმართა. „საბურთალო“ ისე აქტიურად აღარ უტევდა და ლოკოც პრესტიჟის გოლის გატანას ცდილობდა. თუმცა კვლავ საბურთალოელებს გაუმართლათ. 54 წუთზე შინდაგორიძემ დუბლი შესრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეროვნული ლიგის მორიგი, 22-ე ტურის შეხვედრები 10, 11, 12 და 13 აგვისტოს გაიმართება.