ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 30 +45 65
2. ტორპედო 30 +24 61
3. სამტრედია 30 +18 58
4. ლოკომოტივი 30 +16 49
5. საბურთალო 30 +14 47
6. ჩიხურა 30 -10 43
7. დილა 30 -8 34
8. დინამო ბთ 30 -23 32
9. კოლხეთი 1913 30 -31 20
10. შუქურა 30 -45 13
ადგ. კლუბი ±
1. მერანი 31 +47 70
2. რუსთავი 30 +39 68
3. სიონი 31 +8 53
4. ვიტ ჯორჯია 30 +7 48
5. სამგურალი 31 +1 47
6. გაგრა 30 +9 45
7. ცხინვალი 31 -13 33
8. გურია 31 -22 31
9. მეშახტე 31 -40 21
10. ზუგდიდი 30 -36 18
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ტორპედო დინამოს მიუახლოვდა

28, 29 და 30 ივლისს ეროვნულ ლიგაში მეოცე ტურის მატჩები გაიმართა.

ტური იმერული დერბით გაიხსნა. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი „სამტრედია“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სამტრედიელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ანგარიში მატჩის სტარტზევე გაიხსნა - მეოთხე წუთზე დინო ჰამზიჩის კარი დავით რაჟამაშივლმა აიღო. სტუმრებს წონასწორობის აღდგენა მალევე შეეძლოთ, მაგრამ დიმიტრი ტატანაშვილის თავური დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია. თავისმხრივ უპირატესობის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ მასპინძლებს. ყველაზე რეალური მომენტი 44-ე წუთზე შეიქმნა, მაგრამ ანტე გიიმ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა არაზუსტად შეასრულა. მიუხედავად ბევრი სახიფათო ეპიზოდისა პირველ ნახევარში გოლი აღარ გასულა. მეორე ტაიმი სამტრედიელთა აქტიურობით განახლდა და სამ წუთიან მონაკვეთში გია ცეცაძის გუნდმა საბოლოო ანგარიშის დააფიქსირა. 58-ე და 61-ე წუთებზე ნიკოლოზ საბანაძემ დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა გაუნაღდა.

ფოთის „კოლხეთისა“ და თბილისის „საბურთალოს“ შეხვედრაში ნულოვანი ფრე - 0:0 დაფიქსირდა. მიუხედავად მშრალი ანგარიშისა, ორივე გუნდის კართან სახიფათო მომენტები მრავლად შეიქმნა და მაყურებელმა საინტერესო შეხვედრა იხილა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფოთელთა ნახევარმცველის, არფანგ დაფეს თამაში. სენეგალელმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და საბურთალოელებს დაცვაში მრავალი პრობლემა შეუქმნა.

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა თბილისური დერბი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრა ლოკოს სრული უპირატესობით წარიმართა და გიორგი დევდარიანის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის პირველი გოლი მე-17 წუთზე გავიდა - ვატო არველაძემ დინამოელთა კარი შორეული დარტყმით აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ „დინამო“ გააქტიურდა და შვიდ წუთში ანგარიში გაათანაბრა. პენალტი ზუსტად ბექა მიქელთაძემ შეასრულა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში შეტევას ორი გუნდი ცდილობდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. „ლოკომოტივმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევრის სტრატზევე მოიპოვა. 56-ე წუთზე ვატო არველაძემ საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა ეფექტურად დააგვირგვინა და ლოკო წინ გაიყვანა. ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას ლოკომოტიველები დაეუფლნენ და დინამოელები უშედეგოდ ცდილობდნენ თამაშში გარდატეხის შეტანას. საბოლოოდ 82-ე წუთზე გიორგი ხიდეშელმა „დინამოს“ მესამე გოლი გაუტანა და საბოლოო ანაგრიში დააფიქსირა. 

ტურის ცენტრალურ შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ადგილობრივი „დილა“ სატურნირო თვალსაზრისით პრინციპულ შეხვედრაში ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. არადა გორელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და მეშვიდე წუთზე პედრინიოს გატანილი საჯარიმო დარტყმის წყალობით მეტოქეს ამარცხებდნენ. თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ბათუმელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ნახევარში მოახერხეს. მე-40 წუთზე შორეული დარტყმით თეიმურაზ შონიამ გაიტანა. მეორე ტაიმი „დილას“ აქტიურობით დაიწყო, მაგრამ „დინამომ“ უპირატესობა მაინც მოიპოვა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. 71-ე წუთზე მიხეილ მუჯრიშვილს ახლო მანძილიდან ელგუჯა გრიგალაშვილმა გაუტანა. დარჩენილ დროში რამდენიმე მომენტი მასპინძლებმაც შექმნეს და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შემტევებს სიზუსტე არ ეყოთ. შეხვედრის ბოლო წუთზე განსაკუთრებით კარგი მომენტი ჰქონდა ფლავიო ნუბიოს, მაგრამ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. 

მეოცე ტურის ბოლო შეხვედრაში ბათუმის „რაგბი არენაზე“ ერთმანეთს ქობულეთის „შუქურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. ჩაჩუა-მარსელინიოს კომბინაცია ზუსტრი დარტყმით დავით ჩაგელიშვილმა დაასრულა. გატანილი გოლის შემდეგ „შუქურამ“ უკან დაიხია და კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს. იმერლებმა კი, მოპოვებული სათამაშო უპირატესობა მალევე გოლად აქციეს და წონასწორობა აღადგინეს. 26-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. შეხვედრა იგივე სცენარით გაგრძელდა, უპირატესობას „ტორპედო“ ფლობდა, მაგრამ ქობულეთელები საკმაოდ სახიფათო კონტრიერიშებს ახორციელებდნენ. საბოლოოდ მაინც ქუთაისელებმა გაიტანეს, 55-ე წუთზე გრიგოლ დოლიძის გამჭოლი გადაცემის შედეგად თორნიკე კაპანაძემ ეროვნულ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში გიორგი შაშიაშვილის გუნდი ბევრს ეცადა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „შუქურამ“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო. თავისმხრივ ტორპედოელებმა უშუალო კონკურენტის თბილისის „დინამოს“ მარცხით კარგად ისარგებლეს და ამ გამარჯვებით ლიდერთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს. 

ეროვნული ლიგის მორიგი, ოცდამეერთე ტურის შეხვედრები 4, 5 და 6 აგვისტორს გაიმართება.

ფოტო: www.fctorpedo.ge