ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 23 +44 53
2. ტორპედო 23 +16 47
3. სამტრედია 23 +12 44
4. ლოკომოტივი 23 +9 36
5. საბურთალო 23 +4 33
6. ჩიხურა 23 -9 33
7. დინამო ბთ 23 -9 26
8. დილა 23 -10 22
9. კოლხეთი 1913 23 -19 19
10. შუქურა 23 -38 11
ადგ. კლუბი ±
1. მერანი 23 +34 52
2. რუსთავი 23 +27 51
3. სიონი 23 +8 43
4. სამგურალი 23 +3 38
5. გაგრა 23 +8 36
6. ვიტ ჯორჯია 23 +5 34
7. გურია 23 -13 25
8. ცხინვალი 23 -16 20
9. მეშახტე 23 -31 14
10. ზუგდიდი 23 -25 14
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | მე-20 ტურის ანონსი

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩები 28, 29 და 30 ივლისს გაიმართება. 

28 ივლისს, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „სამტრედია“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. იმერული კლუბები სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან. სამტრედიელებს 36 ქულა აქვთ და საჩხერლებს კომფორტული უპირატესობით - 7 ქულით უსწრებენ. აქედან გამომდინარე, სოსო ფრუიძის გუნდისთვის ურთიერთშეხვედრები შესანიშნავი შანსია იმისთვის, რომ ჩამორჩენა აღმოფხვრას და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლოს. თავის მხრივ „სამტრედია“ მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და გუნდისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

29 ივლისს ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება. 

მიხეილ მესხის სახელობი სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისურ დერბიში ერთმანეთს „ლოკომოტივი“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. გუნდები განსხვავებულ სეზონს ატარებენ. დინამოელები სტაბილურად ასპარეზობენ და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ. ლოკომ კი, კარგად დაწყებული ჩემპიონატის შემდეგ ფორმის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ახლა 27 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. დერბი ყოველთვის საინტერესო მატჩებით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა უნდა გამოდგეს. „დინამოს“ ერთპიროვნული ლიდერობის შენარჩუნება სურს, „ლოკომოტივი“ კი, საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის და მიზნის მისაღწევად ქულები სჭირდება. 

საინტერესო უნდა გამოდგეს ფოთის „კოლხეთისა“ და თბილისის „საბურთალოს“ დაპირისპირება. ორივე კლუბმა ეროვნული ლიგის მეორე ნახევარი წაგებით დაიწყო. ფოთელები სტუმრად თბილისის „დინამოსთან“ ანგარიშით 6:1 დამარცხდნენ, თბილისისელებმა კი, საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ 1:2 წააგეს. გუნდები მოახლოვებულ შეხვედრას არც თუ ისე სასურველი სატურნირო მდგომარეობით ხვდებიან. შესაბამისად მოგება ორივე მათგანს ძალიან სჭირდება და გულშემატკივარი დაძაბულ შეხვედრას იხილავს. 

მეოცე ტურის დანარჩენი ორი მატჩი 30 ივლისს გაიმართება. 

ცენტრალურ შეხვედრაში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. კლუბები ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და სატურნირო ცხრილში მათ შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. გორელები 22 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან, ბათუმელები კი, 20 ქულით მერვეზე. სეზონის დასაწყისში „დილაც“ და „დინამოც“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ არასტაბილურად ჩატარებული პირველი ნახევრის გამო ახლა ორივე გუნდისთვის პრიორიტეტი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.

ტურის ბოლო შეხვედრას ბათუმის „რაგბი არენა“ უმასპინძლებს - ქობულეთის „შუქურა“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. ქუთაისელები ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან, ქობულეთელები კი, ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე გამარჯვება ორივე გუნდს ძალიან სჭირდება. განსაკუთრებით კი, „შუქურას“, რადგან გიორგი შაშიაშვილის გუნდს მხოლოდ 7 ქულა აქვს და გადათამაშების ზონას 10 ქულით ჩამორჩება.

ფოტო: www.dinamobatumi.com