ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 18 +31 43
2. ტორპედო 18 +15 37
3. სამტრედია 18 +5 33
4. ლოკომოტივი 18 +11 27
5. ჩიხურა 18 -4 26
6. საბურთალო 18 -3 25
7. დილა 18 +1 22
8. დინამო ბთ 18 -10 17
9. კოლხეთი 1913 18 -12 17
10. შუქურა 18 -34 7
ადგ. კლუბი ±
1. მერანი 19 +30 45
2. რუსთავი 18 +20 39
3. გაგრა 19 +14 36
4. სიონი 18 +2 31
5. სამგურალი 18 0 28
6. ვიტ ჯორჯია 18 +6 27
7. ცხინვალი 18 -12 17
8. გურია 18 -13 16
9. მეშახტე 18 -23 12
10. ზუგდიდი 18 -24 8
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

სოსო ფრუიძე: ინსტატი ძალიან გვეხმარება

ცოტა არ იყოს, უცნაური მეტოქე ერგო საჩხერის ჩიხურას. ალტახმა ავსტრიაში მეოთხე ადგილი ისე დაიკავა, ბოლო 11 თამაშიდან ერთიც კი არ მოუგია. ამხანაგურებს თუ არ ჩავთვლით, 11 მარტის მერე არ გაუმარჯვია. მიუხედავად ამისა, იოლ გზას ამაოდ ველით. ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდი სუსტი ნამდვილად არ იქნება. 

ჩიხურაც ვერ ატარებს მაინცდამაინც კარგ სეზონს. სოსო ფრუიძის გაწვრთნილები ეროვნულ ლიგაში მეხუთე ადგილზე არიან. ისე, ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ქართული გუნდებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ საჩხერელებს ჰყავთ გამოთიშული - თურქული ბურსასფორი. 

მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ფეხბურთელთა უმეტესობამ გუნდი შეიცვალა, მწვრთნელი კი იგივეა - ჩვენი რესპონდენტი სოსო ფრუიძე. 

- ინტენსიურად ვემზადებით, მაგრამ დანაკლისს ვერ ავცდით. თორნიკე მუმლაძე, ირაკლი ლექვთაძე და გიორგი ივანიშვილი დაგვაკლდებიან. პირველი მატჩი საქართველოში გვაქვს და ვეცდებით, გამარჯვებით დავასრულოთ. ჩემი გუნდის იმედი მაქვს.    

- ალტახს როგორ დაახასიათებდით? როგორი სტილის გუნდია? 

- ვიცით, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ექვსი ფეხბურთელი დაიმატეს. ჰყავთ ერთი ბრაზილიელი და ორი კამერუნელი, დანარჩენები კი ავსტრიელები არიან. ავსტრიული გუნდების უმრავლესობა ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, ძლიერები არიან თამაშის ორგანიზაციაშიც. 

- მეტოქის თამაშები ნანახი გაქვთ? 

- მხოლოდ მომენტები, რადგან ბოლო ამხანაგური თამაშები გადაღებული არ არის. ვფლობთ ინფორმაციას მათ ფეხბურთელებზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ Iნსტატ-თან რომ ხელშეკრულება დადო, ეს ძალიან გვეხმარება. 

- აქვე გკითხავთ ეროვნული ლიგის ფორმატზე. თქვენი აზრით, რამდენად გაამართლა?

- ალბათ, შეჩვევის ფაქტორია. ჩიხურასთვის დადებითად ვერ იმოქმედა, თუმცა არასტაბილურად რომ ვთამაშობდით, გარეშე ფაქტორებს ნამდვილად არ ვაბრალებ. ისევ ჩვენი ბრალია. იმედი მაქვს, რომ სეზონის მეორე ნახევრიდან უფრო ავუღებთ ალღოს. მანამდე კი ევროპა ლიგაზე ალტახთან დაპირისპირებებზე ვართ გადართულნი, მთლიანად ამაზე ვფიქრობთ. 

- მთლიანობაში, ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით? წინა წლებს რომ შეადაროთ

- დაძაბულობა აშკარად მეტია. სხვა საქმეა, ეს რამდენად უწყობს ხელს ფეხბურთელთა დაოსტატებას, მაგრამ დაძაბულობის დროს ფსიქოლოგიურად შეიძლება გამოიწრთო. გააჩნია, ვინ როგორ გამოიყენებს. შეიცვალა ისიც, რომ თამაშების ჩაწყობაზე აღარ ლაპარაკობენ. როგორც იქნა, ასეთი საუბრები აღარ მესმის და ეს ძალიან კარგია.