ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 29 +44 62
2. ტორპედო 30 +23 59
3. სამტრედია 30 +18 58
4. ლოკომოტივი 30 +16 49
5. საბურთალო 30 +14 47
6. ჩიხურა 30 -10 43
7. დილა 29 -7 34
8. დინამო ბთ 30 -23 32
9. კოლხეთი 1913 30 -30 21
10. შუქურა 30 -45 13
ადგ. კლუბი ±
1. მერანი 31 +47 70
2. რუსთავი 30 +39 68
3. სიონი 31 +8 53
4. ვიტ ჯორჯია 30 +7 48
5. სამგურალი 31 +1 47
6. გაგრა 30 +9 45
7. ცხინვალი 31 -13 33
8. გურია 31 -23 31
9. მეშახტე 31 -40 21
10. ზუგდიდი 30 -35 18
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | მეთხუთმეტე ტურის ანონსი

27-28 მაისს, ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართება. 

27 მაისს, ტურის პირველ შეხვედრაში სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ფოთის „კოლხეთი“ გორის „დილას უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში გუნდები არასტაბილურად ასპარეზობენ და ერთმანეთის უშუალო კონკურენტებად ითვლებიან. ფოთელებს 14 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზე არიან, გორელები კი, 18 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებენ. აღსანიშნავია, რომ „კოლხეთს“ „დილა“ 2004 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია. ამ პერიოდში გორელებმა მეტოქეს ათი შეხვედრა მოუგეს, ოთხი კი, ფრედ ითამაშეს.

მეთხუთმეტე ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრა 28 მაისს გაიმართება. 

თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს. კარგად დაწყებული ჩემპიონატის შემდეგ თბილისელები ფორმიდან ამოვარდნენ და ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგეს. ქობულეთელები კი, სულაც აუტსაიდერები არიან და ჯერ ერთი შეხვედრაც არ მოუგიათ. მოახლოვებული მატჩის წინ გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდა. გია გურულისა და ირაკლი ბალაძის შემდეგ, ქობულეთურ კლუბს გიორგი შაშიაშვილი გაწვრთნის. პირველ წრეში ლოკოსა და „შუქურას“ შორის ქობულეთში გამართული დაპირისპირება დედაქალაქელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა. 

„მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. თბილისის „საბურთალო“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდება. საბურთალოელებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ და ბოლო პერიოდში ეს მათ შედეგებზეც აისახა. უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ერთი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და სამი წააგო. საჩხერელბმა კი, პირიქით წარუმატებელი პერიოდი დაძლიეს და სამ მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე გამარჯვება ორივე გუნდს ძალიან სჭირდება ეს ფაქტორი კი, შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს.

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე იმერული დერბი გაიმართება. ქუთაისის „ტორპედო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. გარდა დერბისა მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. ქუთაისელები 28 ქულით მეორეზე არიან, სამტრედიელები კი, 26 ქულით მესამეზე. აღსანიშნავია, რომ „ტორპედო“ მიყოლებით ხუთი ტურია გოლს არ უშვებს და შთამბეჭდავი წაუგებელი სერია აქვს. „სამტრედია“ კი, გასვლაზე შესანიშნავად ასპარეზობს და გამართული შვიდი შეხვედრიდან ექვსი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე სეზონში იმერული კლუბები უკვე სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორი მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი შეხვედრა კი, სამტრედიელებმა მოიგეს. 

ტურის ბოლო შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. თბილისურ-ბათუმური დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო და დაძაბული შეხვედრებით გამოირჩევა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გამონაკლისი არც ეს მატჩი უნდა გამოდგეს. ბათუმელები მოახლოვებულ შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდებიან. აღნიშნულ პოსტზე უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი დაინიშნა. ეროვნული ლიგის გასულ ტურში ორივე კლუბმა განსხვავებული შედეგი დააფიქსირა. დედაქალაქელები სტუმრად „ჩიხურასთან“ დამარცხდნენ და 10 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს. ბათუმის „დინამომ“ კი პირიქით ქობულეთის „შუქურას“ დაამარცხა და 4 მატჩიან მოუგებელ სერიას დაუსვა წერტილი.

ფოტო: www.fctorpedo.ge