ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 14 +18 31
2. ტორპედო 14 +11 28
3. სამტრედია 14 +4 26
4. ლოკომოტივი 14 +10 21
5. ჩიხურა 14 -1 20
6. საბურთალო 14 +1 19
7. დილა 14 0 18
8. დინამო ბთ 14 -4 16
9. კოლხეთი 1913 14 -10 14
10. შუქურა 14 -29 4
ადგ. კლუბი ±
1. მერანი 14 +21 33
2. რუსთავი 14 +14 29
3. სიონი 14 +7 28
4. გაგრა 14 +12 27
5. სამგურალი 14 +2 25
6. ვიტ ჯორჯია 14 +3 21
7. ცხინვალი 14 -8 13
8. გურია 14 -13 11
9. მეშახტე 14 -16 11
10. ზუგდიდი 14 -22 2
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | მესამე ტურის მიმოხილვა

18-19 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. 

ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისმა უმასპინძლა. „დინამომ“ საკუთარ „დინამო არენაზე“ გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმარათა და საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ანგარიში დინამოელებმა გახსნეს, მე-19 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ბაქარ ქარდავამ გამჭოლი გადაცემით ბაჩანა არაბულს უპასა, ამ უკანასკნელმა კი, ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. გორელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, 22-ე წუთზე თენგიზ წიქარიძემ რიბეიროს ფლანგური გადაცემა მიიღო და ბურთი მეტოქის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. გოლებს თამაშის სცენარი დიდად არ შეუცვლია და მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. გადამაწყვეტი გამოდგა შეხვედრის 72-ე წუთი, დედაქალაქელთა მცველი გია ჩადუნელი ლევან ნონიკაშვილთან ორთაბრძოლისას დაჯარიმდა შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და „დინამო“ მოედანზე 10 კაცით დარჩა. ნონიკაშვილის წაქცევისთვის დანიშნული სტანდარტი კი, სტუმრებმა კარგად გამოიყენეს და დავით კირკიტაძემ ეფექტური თავური დარტყმით „დილას“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.

18 მარტის მეორე შეხვედრაში თბილისის „საბურთალომ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ლოკო მესამე ტურამდე ლიგას ლიდერობდა და შესაბამისად აღნიშნულ მატჩსაც ფავორიტის სტატუსით შეხვდა, მაგრამ სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება საბურთალოელებს დარჩათ. ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში „საბურთალოს“ მცველმა ცოტნე ნადარაიამ ჩაჭრა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიში პირველი ნახევარში გაათანაბრა, მე-40 წუთზე მოედნის ცენტრში ბურთი ნადარაიამ მიიღო, საკუთარი გუნდის კონტრშეტევა წამოიწყო და გამოზომილი პასით გიორგი ხარაიშვილი მეკარესთან ფაქტიურად პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელმა კი, ძლიერი და ზუსტი დარტყმით მოახერხა გიორგი თევდორაძის კარის აღება. მატჩის მეორე ნახევარიც საბურთალოელთა აქტიურობით განახლდა და ლოკო ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. „საბურთალომ“ გამაჯრვებით გოლის გატანა 73-ე წუთზე მოახერხა, ლუკა იმნაძის ჩაწოდებას მოედანზე ახლადშემოსული, გიორგი კოხრეიძე გამოეხმაურა და მეტოქის კარი ახლო მანძილიდან აიღო. შეხვედრის დარჩენილ დროში „ლოკომოტივი“ გააქტიურდა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. საბოლოოდ კი, გიორგი დევდარიანის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

პირველი გამარჯვება მოიპოვა გასული სეზონის ჩემპიონმა „სამტრედიამ“. გია ცეცაძის გუნდი სტუმრად „ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი, 34-ე წუთზე გავიდა, სამტრედიელთა შემტევმა, გურამ სამუშიამ ბურთი შეტევის მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და მოჭრილი დარტყმით აიღო ანატოლი ტიმაფეევის კარი. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, მაგრამ ანაგარიში აღარ შეცვლილა და იმერულმა კლუბმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. 

საინტერესო გამოდგა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული საჩხერის „ჩიხურასა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირება, რომელიც საჩხერელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩი იმერელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი გოლიც მათ გაიტანეს, მე-12 წუთზე გიორგი კორიფაძის ჩაწოდებას მეტოქის საჯარიმოში გიორგი გაბედავა გამოეხმაურა და თავური დარტყმით აიღო აზამატ ჯიოევის კარი. მიუხედავად სწრაფი გოლისა, ქობულეთელებმა გათანაბრება მალე მოახერხეს, მე-19 წუთზე ალექსანდრე გურულის გადაცემის შემდეგ, ასევე თავური დარტყმით, დინო ჰამზიჩს ირაკლი ჭეჟიამ გაუტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ჩიხურამ“ დაწინაურება მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხა, 54-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა კუთხური მოაწოდა, საჯარიმოში ყველას ლევან კაკუბავამ დაასწრო და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე დაფიქსირდა, საჩხერელთა პირველი გოლის მსგავსად, საგოლე გადაცემა კვლავ გიორგი კორიფაძემ შეასრულა დუბლი კი, გიორგი გაბედავამ გაიფრომა. ამ გამარჯვებით საჩხერის „ჩიხურამ“ 7 ქულა მოაგროვა და ეროვნული ლიგის სათავეში მოექცა. 

მესამე ტურის ბოლო შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა. „რამაზ შენგელიაზე“ ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ქუთაისელთა აბსოლიტური უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა, შოთა ბაბუნაშვილის კუთხურის შემდეგ გიორგი გურულმა ფოთელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში ჩაჭრა. გატანილი გოლის შემდეგ ტორპედოელებმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს, მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ გატანა ვერაფრით მოახერხეს. სტუმართა მდგომარეობა განსაკუთრებით 69-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც მეორე ყვითლის გამო მოედნიდან მათი კაპიტანი, ომარ გოგონაია გააძევეს. თუმცა მიუხედავად ამისა, მათ გათანაბრება მაინც მოახერხეს, 76-ე წუთზე შორეული საჯარიმო დარტყმით როინ კვასხვაძის კარი გიორგი ჯანელიძემ აიღო და მიმდინარე სეზონში მესამე გოლი მიითვალა. ქუთაისელებმა გამარჯვება 84-ე წუთზე მოიპოვეს, ვაჟა ტაბატაძემ საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილ ბიძინა მახარობლიძეს უპასა, ამ უკანასკნელმა კი, თავური დარტყმით გაიტანა.

მესამე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდა და შემდგომი ტურის მატჩები 1-2 აპრილს გაიმართება.