ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 18 +31 43
2. ტორპედო 18 +15 37
3. სამტრედია 18 +5 33
4. ლოკომოტივი 18 +11 27
5. ჩიხურა 18 -4 26
6. საბურთალო 18 -3 25
7. დილა 18 +1 22
8. დინამო ბთ 18 -10 17
9. კოლხეთი 1913 18 -12 17
10. შუქურა 18 -34 7
ადგ. კლუბი ±
1. მერანი 18 +29 42
2. რუსთავი 18 +20 39
3. გაგრა 18 +15 36
4. სიონი 18 +2 31
5. სამგურალი 18 0 28
6. ვიტ ჯორჯია 18 +6 27
7. ცხინვალი 18 -12 17
8. გურია 18 -13 16
9. მეშახტე 18 -23 12
10. ზუგდიდი 18 -24 8
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა 2 | მესამე ტურის შემდეგ ლიგას სიონი ლიდერობს

19 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

„ვიტ-ჯორჯიამ“ საკუთარ „მცხეთა პარკზე“ „გაგრას“ უმასპინძლა და 4:0 დამარცხდა. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, სტუმართა ნახევარმცველმა, გიორგი ქურდაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ერთი შეხებით აუღებელი დაურტყა ჯონი შეროზიას. გაგრელებმა უპირატესობის განმტკიცება მალევე მოახერხეს, მე-15 წუთზე ზვიად ქანთარიამ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ვეტერინართა საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი ფაქტიურად დაუცველ კარში გადაგზავნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში მასპინძლებმა ანგარიშის შემცირების მშვენიერი შანსი მიიღეს მაგრამ, მათმა ბომბარდირმა, ზურაბ ღირდალაძემ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. „გაგრამ“ მესამე გოლი 62-ე წუთზე გაიტანა, გიორგი ქურდაძემ ბურთი საკუთარი მოედნიდან წაიღო, გზად რამდენიმე მეტოქე მოატყუა და საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილი დარტყმით დუბლი გაიფორმა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში დაფიქსირდა, „ვიტ-ჯორჯიას“ 11-მეტრიანი ნიშნულიდან ნიკოლოზ ჯიშკარიანმა გაუტანა.

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ბოლნისის „სიონმა“. ბოლნისელებმა დრამატულ შეხვედრაში „ცხინვალი“ დაამარცხეს. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა ივანე ხაბელაშვილმა თანაგუნდელის გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი თითქმის მთელი მატჩი იგებდა, მაგრამ 89-ე წუთზე ცხინვალელებმა მაინც მოახერხეს გათანაბრება, თამაზ მაქაცარიამ ერეკლე სულთანიშვილთან კედელი გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, სტუმრებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს. გაშვებული გოლიდან ზუსტად ერთ წუთში „სიონის“ ვეტერანმა ფორვარდმა და გუნდის ბომბარდირმა, ჯაბა დვალმა მეტოქეს გამარჯვების გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

მორიგი უხვგოლიანი შეხვედრა გამართა მარტვილის „მერანმა“. მარტვილელებმა საკუთარ მოედანზე ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-17 წუთზე თავური დარტყმით, „მერანის“ უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ტრეტიაკმა გახსნა. მასპინძლებმა პირველ ნახევარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, 28-ე წუთზე რევაზ ბარაბაძემ მარტვილელთა რიგებში თავისი სადებიუტო ბურთი შეაგდო. მატჩის მიწურულს, 70-ე და 82-ე წუთებზე შეცვლაზე შემოსულმა, ირაკლი რუხაძემ დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. შეხვედრაში წერტილი რევაზ ბარაბაძემ დასვა, გამოცდილმა ფორვარდმა დუბლის შესრულება 89-ე წუთზე შეძლო.

კვლავ ვერ მოიგო „რუსთავმა“, რუსთავის „ფოლადზე“ „ზუგდიდის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის პირველი გოლი 83-ე წუთზე გავიდა, თავი რუსთაველმა გურამ მინდორაშვილმა გამოიჩინა. ზუგდიდელებმა წონასწორობის აღდგენა და ქულის მოპოვება მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოახერხეს, გოლი ცოტნე სამუშიამ გაიტანა.

მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა ლანჩხუთის „გურიამ“, გურულებმა საკუთარ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე სოსო მალანიამ გაიტანა. ეს გია ჩხაიძის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იყო.

ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე ტურის შეხვედრები 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.

ფოტო: www.witgeorgia.ge