იბერია 1999-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. თბილისელებს ესტონური ტალინის ფლორასთან სტუმრად 3:2 ჰქონდათ მოგებული, შინ კი 2:2 ითამაშეს.
მიხეილ მესხზე ორი განსხვავებული ტაიმი ვნახეთ. იბერიელებმა შესვენებამდე შეტევაზე ორიენტირებულად, ლაღად ითამაშეს. ეს ორ გატანილ გოლშიც აისახა. ნიკა სიხარულიშვილის დუბლი! მან ჯერ გიორგი კუციას ჩაწოდების მერე გაიტანა თავურით; ხოლო მეორე გოლი კარგ კომბინაციას მოჰყვა, კერძოდ, ნიკოლოზ დადიანმა მოძებნა ზვიად ნაჭყებია, მან გარე ტერფით საჯარიმოში გააკეთა პასი და სიხარულაშვილმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში.
იბერია 1999 კომფორტული ანგარიშით იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვა და თამაშიც დაიძაბა. საბოლოოდ, ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილებმა მაინც მიიყვანეს საქმე ბოლომდე. 2:2 და ორი მატჩის ჯამში 5:4.
იბერია 1999 2:2 ფლორა
გოლები: 1:0 სიხარულაშვილი (13), 2:0 სიხარულაშვილი (36), 2:1 ვარიუნდი (68), 2:2 საპინენი (84 პენ)
იბერია 1999: მაკარიძე, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, კუცია (კულიევი 74), დადიანი, ბედოშვილი (კაფე 84), ნაჭყებია (ქობულაძე 90+2), სიხარულაშვილი (ძაგანია 90+2)
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია 1999 სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავის სლოვანს შეხვდება. პირველი მატჩი 21 ივლისს თბილისის მიხეილ მესხზეა, მოერე კი 28 ივლისს ბრატისლავაში.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913