გორის დილას ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძეა. 46 წლის ქართველმა სპეციალისტმა ამ პოსტზე იტალიელი დიეგო ლონგო შეცვალა.
გორის დილას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 12 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერ იბერია 1999-ს კი 5 ქულით ჩამორჩება.
კორღალიძის დებიუტი, დილას მწვრთნელის რანგში, 15 მაისს ქუთაისის ტორპედოსთან გასვლით მატჩში შედგება.
ლევან კორღალიძე გორის დილაში 2014 წელს თამაშობდა. როგორც მწვრთნელს, აქამდე ნამუშეავრი აქვს თბილისის ლოკომოტივში, იბერია 1999-ში და ყაზახეთის ჟენისში. კორღალიძის მწვრთნელობის პერიოდში იბერიელები საქართველოს ჩემპიონებიც გახდნენ (2024) და მანამდე დავით ყიფიანის თასი მოიპოვეს (2023).
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
თელავი
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი