კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ძლიერი წვიმა და დრამატული მატჩი ბათუმში - დინამოების შეხვედრა ფრედ დასრულდა!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, ანგისას ბაზაზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა დინამომ, თბილისის დინამოს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე - 56-ე წუთზე ჯოვინოს დარტყმული გიორგი პაპავას ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თვითონ ბრაზილიელმავე გაიტანა და მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი მიითვალა.

თბილისელებს მთელი მატჩი კარში არ ჰქონდათ დარტყმული, თუმცა გიორგი ზარიას ნაცვლად 79-ე წუთზე შემოსული გიორგი მჭედლიძეს ბურთთან პირველივე შეხება 83-ე წუთზე გოლით დასრულდა! დინამოს ახალწვეულმა კაპლიენკოს პასით გაიტანა.

დარჩენილ დროში ბათუმელები სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრას მარსელ ბირსანის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა.