კალენდარი

ორშაბათი, 16 სექტემბერი

ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი

ხუთშაბათი, 29 აგვისტო

პარასკევი, 30 აგვისტო

შაბათი, 31 აგვისტო

კვირა, 1 სექტემბერი

ხუთშაბათი, 12 სექტემბერი

შაბათი, 14 სექტემბერი

ახალი ამბები

დინამო შემდეგ ეტაპზეა, სადაც ფეინოორდს დაუპირისპირდება! ჩიხურა შოტლანდიაში დამარცხდა

  • დინამო თბილისი 3:0 გაბალა
  • დინამო შემდეგ ეტაპზეა, ჩიხურა ევროპის ლიგას გამოეთიშა...

თბილისის დინამომ აზერბაიჯანული გაბალა ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე რაუნდში ჰოლანდიურ გრანდს - ფეინოორდს დაუპირისპირდება.

შეხვედრაში დუბლი გაიტანა დინამოს კაპიტანმა - ლევან შენგელიამ, შენგელიას ულამაზეს გოლს მესამე კლუბის ახალწვეულმა, განელმა ლეგიონერმა - კვამე კარიკარიმ მესამე დაუმატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფეინოორდთან პირველი მატჩი როტერდამში, 8 აგვისტოს დე კუიპზე გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას 15 აგვისტოს თბილისის დინამო არენა უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბის და ფეინოორდის ევროთასებზე დაპირისპირების ისტორია 1981 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ნოდარ ახალკაცის დინამომ თასების თასის ნახევარფინალურ მატჩში, 8 აპრილს ჰოლანდიური გრანდი თბილისში 3:0 დაამარცხა, ხოლო 15-ში დე კუიპზე შეხვედრა 2:0 დათმო.

💙 შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა #UEL 📢 დინამო შემდეგ ეტაპზეა #FCDT 🎬 გატანილი გოლები: 👉 https://bit.ly/2ZvSLUg

Posted by FC Dinamo Tbilisi on ხუთშაბათი, 01 აგვისტო, 2019
„დინამო თბილისი“ - „გაბალა“

„დინამო თბილისი“ 🇬🇪🇦🇿 „გაბალა“, აზერბაიჯანი / Europa League - Dinamo Tbilisi vs Gabala FK #LIVE

Posted by საქართველოს პირველი არხი • სპორტი on ხუთშაბათი, 01 აგვისტო, 2019
„დინამო თბილისი“ - „გაბალა“

„დინამო თბილისი“ 🇬🇪🇦🇿 „გაბალა“, აზერბაიჯანი / Europa League - Dinamo Tbilisi vs Gabala FK #LIVE

Posted by საქართველოს პირველი არხი • სპორტი on ხუთშაბათი, 01 აგვისტო, 2019
  • ჩიხურას მარცხი პიტოდრიზე

საჩხერის ჩიხურა ევროპის ლიგის მეორე რაუნდში შოტლანიის ერთ-ერთ წამყვან კლუბს - აბერდინს დაუპირისპირდა. საშინაო მატჩი თბილისში საჩხერლებმა დაძაბულ ბრძოლაში 1:1 ითამაშას, ხოლო გასვლაზე შოტლანდიის ჩრდილოეთში სოსო ფრუიძის გუნდი დიდი ანგარიშით - 5:0 დამარცხდა და ევროთასებს გამოეთიშა.

FULL TIME | Aberdeen 5-0 Chikhura Sachkhere

Here is your full time report from Pittodrie as The Dons run out winners by five goals to nil (6-1 on aggregate)! Watch the full match back now only on RedTV > afc.co.uk/redtv #StandFree

Posted by Aberdeen Football Club on ხუთშაბათი, 01 აგვისტო, 2019