კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

საბურთალო ზაგრებში დამარცხდა - თბილისელებმა ევროპის ლიგაზე გადაინაცვლეს

  • ზაგრების დინამო 3:0 საბურთალო
  • ჭაიბრიშვილის გუნდი ევროპის ლიგაზე არარატ-არმენიას დაუპირისპირდება

ევროტურნირებზე პირველად მოასპარეზე საბურთალო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ზაგრების დინამოსთან მაკსიმირზე მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

თუმცა კლუბი ევროტურნირებზე ასპარეზობას განაგრძობს, სადაც თბილისელები ევროპის ლიგის მესამე რაუნდში სომხეთის ჩემპიონს - არარატ-არმენიას დაუპირისპირდებიან.

არარატ-არმენია ახალი კლუბია, 2017 წელს დაარსდა და სულ რაღაც 2 სეზონში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. გუნდს ვარდან მინასიანი წვრთნის, რომლის სომხეთის ნაკრებსაც 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

სომხეთის ჩემპიონი საბურთალოს 8 აგვისტოს ერევანში უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.