კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

საჩხერის ჩიხურამ ფოლას ბარიერი მშვიდად დაძლია!

ევროტურნირების  პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი კიდევ ერთმა ქართულმა კლუბმა გადალახა. საჩხერის ჩიხურამ ევროპა ლიგის გათამაშებას ლუქსემბურგული ფოლა გამოთიშა. სოსო ფროიძის გუნდმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 4-2 დაამარცხა. განმეორებით შეხვედრაში მასპინძლებმა ლუქსემბურგელებს 2-1 მოუგესს. პირველი გოლი ფოლას კარში შეხვედრის 25-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა გაიტანა. ორამდე უპირატესობა 74-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გაზარდა.  სტუმრებმა ანგარიშის შემცირება მატჩის მიწურულს დანისნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით შეძლეს. 

 ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე  საჩხერული კლუბი სავარაუდოდ შოტლანდიურ აბერდინს დაუპირისპირდება, რომელსაც ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ფინურ როვანიემთან 2-1 აქვს მოგებული.