კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 25 58
2. დინამო თბ დინამო თბ 26 31 54
3. საბურთალო საბურთალო 27 17 51
4. ტორპედო ტორპედო 28 6 40
5. ლოკომოტივი ლოკომოტივი 28 -4 37
6. რუსთავი რუსთავი 28 -10 33
7. ჩიხურა ჩიხურა 27 3 32
8. სიონი სიონი 28 -33 30
9. დილა დილა 27 -11 28
10. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 27 -24 17
  კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 27 46 67
2. სამტრედია სამტრედია 26 21 53
3. თელავი თელავი 26 25 45
4. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 26 16 45
5. შუქურა შუქურა 26 -11 35
6. ცხინვალი ცხინვალი 26 -7 29
7. გაგრა გაგრა 26 -8 28
8. ზუგდიდი ზუგდიდი 26 -21 22
9. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 27 -31 20
10. გურია გურია 26 -30 17

კალენდარი

ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი

შაბათი, 21 სექტემბერი

შაბათი, 28 სექტემბერი

კვირა, 29 სექტემბერი

შაბათი, 5 ოქტომბერი

კვირა, 6 ოქტომბერი

ახალი ამბები

ლევან კუტალიას ეფექტური გოლი და დინამოს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება!

სიონი 0:3 დინამო თბ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ბოლო სათამაშო დღე ბოლნისის სიონისა და თბილისის დინამოს დაპირისპირებით გაიხსნა. დედაქალაქელებმა ტრადიციულად უხერხული მეტოქე ამჯერად მარტივად დაამარცხეს და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. დინამომ სიონს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში შეხვედრის 43-ე წუთზე ლევან შენგელიამ გახსნა, მანვე გაზარდა უპირატესობა ორამდე მატჩის მეორე ნახევარში. საბოლოო შედეგი კი ლევან კუტალიამ დააფიქსირა, რომელმაც ქუსლით აიღო ოთო გოშაძის კარი. აღსანიშნავია, რომ სიონთან დაპირისპირებაში დინამოელებს მრავლად ჰქონდათ რეალური საგოლე მომენტები, თუმცა რეალიზება ვერ მოახდინეს.

დინამოს ახალწვეულის - ნოდარ ქავთარაძის ინტერვიუ

🔵 ნოდარ ქავთარაძე

🔵 ჩვენი გუნდის ახალწვეულის - ნოდარ ქავთარაძის პირველი ემოციები დინამოში #FCDT

Posted by FC Dinamo Tbilisi on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2019

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ბათუმის დინამოს და საბურთალოს, რომელთაც აქტივში 39 ქულა აქვთ თბილისის დინამო მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

 20 ტურის შემდეგ თბილისის დინამოს 38 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, ბოლნისის სიონს კი 22 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

 მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ტურის ბოლო შეხვედრაში რუსთავმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი ვიტ ჯორჯია მიიღო. მატჩი სანახაობრივი კუთხით გამორჩეული არ იყო, თუმცა მასპინძლებმა პროგრამა მაქსიმუმი მაინც შეასრულეს და გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეძლეს. თამაშის 63-ე წუთზე სტუმართა კარი თემურ ჩოგაძემ აიღო.

ამ დროისთვის რუსთაველებს 18 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზე არიან. ვიტ ჯორჯია კი 14 ქულით ბოლო საფეხურზე რჩება.

👇 ლევან კუტალიას გოლი

⚽ ლევან კუტალიამ ამ გოლით სიონთან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 👇 #კუტალია19 #FCDT

Posted by FC Dinamo Tbilisi on პარასკევი, 28 ივნისი, 2019