კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 18 23 42
2. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 18 18 35
3. სამტრედია სამტრედია 18 12 32
4. თელავი თელავი 18 16 29
5. შუქურა შუქურა 18 -2 28
6. ცხინვალი ცხინვალი 18 4 26
7. გაგრა გაგრა 18 -1 23
8. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 18 -19 17
9. გურია გურია 18 -25 8
10. ზუგდიდი ზუგდიდი 18 -26 7

კალენდარი

შაბათი, 3 აგვისტო

კვირა, 4 აგვისტო

პარასკევი, 9 აგვისტო

შაბათი, 10 აგვისტო

კვირა, 11 აგვისტო

ახალი ამბები

თბილისის დინამომ ლიდერებთან ქულათა სხვაობა შეამცირა!

თბილისის დინამო 1:0 ჩიხურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა,  თამაში მინიმალური ანგარიშით მოიგო და ძალიან მნისვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.  მთელი მატჩის განმავლობაში გუნდები ნაკლებად ქმნიდნენ რეალურ საგოლე მომენტებს, თუმცა მე-80 წუთზე საჩხერელთა კარში დანიშნული ჯარიმა დედაქალაქელებმა კარგად გამოიყენეს.  ნიკა ნინუას დარტყმულის წინაშე სტუმართა გოლკიპერი უძლური აღმოჩნდა. ჩიხურას დამარცხებით დინამომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოგებათა სერია 5 მატჩამდე გაზარდა. მას შემდეგ რაც საბურთალომ და ბათუმის დინამომ  ფრედ ითამაშეს, დედაქალაქელები ქულათა რაოდენობით კიდევ უფრო მიუახლოვნენ  ლიდერებს.

19 ტურის შემდეგ თბილისის დინამო 35 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ საბურთალოს 4 ქულით ჩამორჩება. საჩხერის ჩიხურას კი 23 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.

დილა 2:0 ვიტ ჯორჯია

ტურის ბოლო დაპირისპირებაც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. გორის დილამ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე ვიტ ჯორჯია მიიღო  ანგარიშით 2-0 დაამარცხა. გიორგი დეკანოსიძის  გუნდმა ანგარიში მეორე ტაიმის საწყის წუთებში გახსნა. 47-ე წუთზე გორელები დიდიე კოუგბენიამ დააწინაურა, ხოლო სამ წუთში ორამდე მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გურამ გოშთელიანმა გაზარდა.

ამ დროისთვის გორის დილას 22 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ვიტ ჯორჯია 14 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

ფოტო: ბადრი კეთილაძე (c)