კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 25 58
2. დინამო თბ დინამო თბ 26 31 54
3. საბურთალო საბურთალო 27 17 51
4. ტორპედო ტორპედო 28 6 40
5. ლოკომოტივი ლოკომოტივი 28 -4 37
6. რუსთავი რუსთავი 28 -10 33
7. ჩიხურა ჩიხურა 27 3 32
8. სიონი სიონი 28 -33 30
9. დილა დილა 27 -11 28
10. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 27 -24 17
  კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 27 46 67
2. სამტრედია სამტრედია 26 21 53
3. თელავი თელავი 26 25 45
4. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 26 16 45
5. შუქურა შუქურა 26 -11 35
6. ცხინვალი ცხინვალი 26 -7 29
7. გაგრა გაგრა 26 -8 28
8. ზუგდიდი ზუგდიდი 26 -21 22
9. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 27 -31 20
10. გურია გურია 26 -30 17

კალენდარი

ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი

შაბათი, 21 სექტემბერი

შაბათი, 28 სექტემბერი

კვირა, 29 სექტემბერი

შაბათი, 5 ოქტომბერი

კვირა, 6 ოქტომბერი

ახალი ამბები

საბურთალომ სიონი დაამარცხა, რუსთავმა დილა!

რუსთავი 2:1 დილა

სანაკრებო პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მე-18 ტურის შეხვედრებით განახლდა.  ტურის პირველ შეხვედრაში რუსთავმა გორის დილა ანგარიშით 2-1 დაამარცხა და  მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. მასპინძლებმა პირველი გოლი შეხვედრის 25 წუთზე პაატა კიტეიშვილმა გაიტანა.  ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ეს გოლი ეროვნულ ლიგაში პირველია. კიტეიშვილმა აღნიშნულ მატჩში თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. დაპირისპირების 41-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა ორამდე ნიკოლაი ყიფიანის გოლით გაზარდეს. გორის დილამ შეხვედრის მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. 77-ე წუთზე რუსთაველთა კარი ლევან ნონიკაშვილმა აიღო. 
ამ დროისთვის რუსთავს 14 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს. გორის დილა კი 19 ქულით მე-8 პოზიციაზე რჩება. 

საბურთალო 2:1 სიონი


მე-18 ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გასულ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ ისევ სამი ქულა მოიპოვა. მოქმედი ჩემპიონები 25-ე წუთზე გიორგი დიასამიძემ დააწინაურა. მეორე ბურთი მასპინძლებმა 65-ე წუთზე შეაგდეს. გატანილი გოლით თავი თორნიკე გორგიაშვილმა გამოიჩინა. ბოლნისელებმა სხვაობა მინიმუმამდე 78-ე წუთზე დავით კირკიტაძის მიერ გატანილი გოლით შეამცირეს, თუმცა ამის შემდეგ ანგარიშში არაფერი შეცვლილა. ამრიგად სიონის მოუგებელი თამაშების სერია 5- მდე გაიზარდა. 
18 ტურის შემდეგ საბურთალომ 38 ქულით პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. ბოლნისის სიონს 22 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.