კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

უხვგლოლიანი მატჩი წყალტუბოში - ტორპედო დილას დაუზავდა

ტორპედო 3:3 დილა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის პირველი სათამაშო დღე უხვგოლიანი გამოდგა. ჩატარებულ სამ შეხვედრაში საერთო ჯამში 10 გოლი გავიდა. ტური წყალტუბოში, ქუთაისის ტორპედოსა და გორის დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე გურან გოშთელიანმა გახსნა და დილა დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს.

მე-8 წუთზე სტუმართა კარში ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა თერთმეტმეტრიანი დარტყმით. ოთხ წუთში გრიგოლ დოლიძემ ტორპედო წინ გაიყვანა. პირვეკი ნახევრის კომპენსირებულ დროში ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთხელ აიღო გორელთა კარი და შესვენებაზე ქუთაისელები უკვე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. შეხვედრის მეორე ნახავარი სტუმრთა სასარგებლოდ წარიმათა.

დილამ ტორპედოს ორი გოლი გაუტანა და ქულაც მოიპოვა. გოლები დიდიე კოუგბენიამ და ლევან ნონიკაშვილმა გაიტანეს. მატჩის ბოლოს სამი ქულის მოპოვებს კარგი შანსი მიეცათ ქუთაისელებს, თუმცა მათე ცინცაძის დარტყმული ძელმა მოიგერია. 16 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს აქტივში 27 ქულაა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. გორის დილა კი 19 ქულით მე- 7 პოზიციაზეა. რუსთავი 0:1 თბილისის დინამო ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა მიმდინარე ტურში თბილისის დინამომ. დედაქალაქელებმა რუსთავი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მიუხედავა იმისა, რომ ორივე გუნდმა ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა, თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 32-ე წუთზე ლევან კუტალიამ რუსთავს გაუტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. ამ დროისთვის თბილისის დინამოს 26 ქულა აქვს და სატურნირი ცხრილში მე- 4 ადგილზეა. რუსთავი კი 11 ქულის მე-9 პოზიციას იკავებს. საბურთალო 3:0 ვიტ ჯორჯია გორის დილასთან დაკარგული ქულების შემდეგ მარტივად მოიპოვა სამი ქულა საბურთალომ.

მოქმედმა ჩემპიონებმა ვიტ ჯორჯია დიდი ანგარიშით დაამარცხეს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა აუტსაიდერებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. სტუმართა კარში გოლები, გონსალვესმა, შინდაგორიძემ და დიასამიძემ შეაგდეს. ჩატარებული 16 მატჩის შემდეგ საბურთალო 34 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. ვიტ ჯორჯიას 11 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილის ბოლო საფეხურზეა.