კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

დინამო და ტორპედო ლიდერებს მიუახლოვდნენ

  • სამ შეხვედრაში გატანილი 17 გოლი
  • რუსთავის პირველი გამარჯვება კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში

ტორპედო 3:2 ბათუმის დინამო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში ქუთაისის ტორპედოსა და ბათუმის დინამოს შორის გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა დრამატული შეხვედრა იხილა.

მასპინძლები  ნოდარ ქავთარაძემ მატჩის დებიუტშივე დააწინაურა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლით. 28-ე წუთზე ქავთარაძემ კიდევ ერთი ბურთი შეაგდო ბათუმელების კარში და ტორპედო ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ.  

გია გეგუჩაძის გუნდმა  სხვაობა  ტაიმის მიწურულს თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეამცირა. პენალტი ზუსტად ნიკოლოზ საბანაძემ შეასრულა. შეხვედრის მეორე ნახევარში ფლამარიონმა ანგარიში გაათანაბრა.  სტუმრები ახლოს იყვნენ კიდევ ერთი შეხვედრის შემობრუნებასთან, თუმცა გამარჯვების გოლი თამაშის მიწურულს ბუდუ ზივზივაძემ  გაიტანა და ტორპედოს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

11 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედო 20 ქულით გათამაშების ცხრილში 20 ქულით მეოთხე ადგილზეა , ხოლო ბათუმის დინამო კი 22 ქულით კვლავ ლიდერობს სატურნირო ცხრილს.

თბილისის დინამო 5:1 ბოლნისის სიონი

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა თბილისის დინამომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, რომელმაც საკუთარ არენაზე ბოლნისისი სიონი ანგარიშით 5-1 გაანადგურა. მასპინძლები მესამე წუთზე კუტალიამ დააწინაურა, 25-ე წუთზე მეორედ ბოლნისელთა კარი გიორგი პაპავამ აიღო.

რამდენიმე წუთში  ვილი ისიანმა შორეული დარტყმით ანგარიში შეამცირა და  თამაშში ინტრიგა დააბრუნა. მეორე ტაიმში დინამოელთა უპირატესობა ორ ბურთამდე  კუტალიამ გაზარდა, რასაც მატჩის მიწურულს ქარდავას და მონხილის გოლები მოყვა.

დინამომ ორი ვერმოგებული მატჩის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ბათუმის დინამოსთან გასვლითი თამაშის წინ კარგი ფსიქოლოგიური განწყობა შეიქმნა.

ამ დროისთვის დედაქალაქელები 20 ქულით გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. ბოლნისელები კი 14 ქულით მე-6  პოზიციაზე რჩებიან.

ვიტ ჯორჯია 2:3 რუსთავი

უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ვიტ ჯორჯიასა და რუსთავს შორის გაიმართა. თამაში, რომელსაც რუსთავი კაკაშვილის და გეთიაშვილის მიერ გატანილი გოლების წყალობით აგებდა, საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის ბოლო 25 წუთში რუსთაველთა მხრიდან  გოლები ყიფიანმა, სილაგაძემ და გისტაროვმა გაიტანეს და  გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანეს.

11 ტურის შემდეგ ვიტ ჯორჯიას 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიცია უჭირავს, რუსტავი კი 6 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა.