კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 18 23 42
2. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 18 18 35
3. სამტრედია სამტრედია 18 12 32
4. თელავი თელავი 18 16 29
5. შუქურა შუქურა 18 -2 28
6. ცხინვალი ცხინვალი 18 4 26
7. გაგრა გაგრა 18 -1 23
8. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 18 -19 17
9. გურია გურია 18 -25 8
10. ზუგდიდი ზუგდიდი 18 -26 7

კალენდარი

შაბათი, 3 აგვისტო

კვირა, 4 აგვისტო

პარასკევი, 9 აგვისტო

შაბათი, 10 აგვისტო

კვირა, 11 აგვისტო

ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალ პარტნიორზე

  • დავით მუჯირმა INSTAT LTD-ის შესახებ დეტალურად ისაუბრა
  • 'ახალი კონტრაქტით ფედერაცია წელიწადში 200,000 ლარს ზოგავს' - სფფ-ის გენერალური მდივანი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, 2019 წლიდან ახალი პარტნიორი ჰყავს. ირლანდიური კომპანია INSTAT LTD, ამ დროისთვის საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩების გადაღებას და ინტერნეტში მაუწყებლობას უზრუნველყოფს.

კომპანიის გადამღები ჯგუფები, ქართულ მედია სივრცეში დასაქმებული ოპერატორებით და შესაბამისი მომსახურე პერსონალით არის დაკომპლექტებული. თანამშრომლობის პირველი ეტაპი ექვს თვეს მოიცავს, წარმატებული პარტნიორობის შემთხვევაში კი კონტრაქტი გაგრძელდება. სწორედ ამიტომ ინტერნეტში და ტელეკომპანია 02-ის პირდაპირ ეთერში მატჩები სატესტო რეჟიმში გადაიცემა.

"კომპანიის გადამღები ჯგუფები, ქართულ მედია სივრცეში დასაქმებული ოპერატორებით და შესაბამისი მომსახურე პერსონალით არის დაკომპლექტებული."

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ეროვნული ლიგის მატჩები ინტერნეტში 2017 წლიდან გადაიცემა, 2019 წლიდან კი ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის დაწყების მთავარი მიზეზი, კომპანიის მიერ კონკურენტულ გარემოში, მნიშვნელოვანი დამატებითი მომსახურების შემოთავაზება გახდა.

კომპანია INSTAT LTD პირდაპირი ეთერის რეჟიმში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას. ამასთან, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ჯამში 200 ათას ლარამდე თანხის დაზოგვა ხდება, რომელიც სხვადასხვა პროექტს მოხმარდება.

ონლაინ-ტრანსლირების პროექტი საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებისა და ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივი სპონსორის მხარდაჭერით ფინანსდება. უახლოეს მომავალში, ფეხბურთის ფედერაცია ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს. დამატებით ინფორმაციას, მოგვიანებით, ჩვენი საკომუნიკაციო საშუალებებით გაგაცნობთ.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, CrystalBet ეროვნული ლიგის ახალი პარტნიორი კომპანიის, INSTAT LTD-ის შესახებ ისაუბრებს.

Posted by Georgian Football Federation on სამშაბათი, 30 აპრილი, 2019