კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 18 23 42
2. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 18 18 35
3. სამტრედია სამტრედია 18 12 32
4. თელავი თელავი 18 16 29
5. შუქურა შუქურა 18 -2 28
6. ცხინვალი ცხინვალი 18 4 26
7. გაგრა გაგრა 18 -1 23
8. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 18 -19 17
9. გურია გურია 18 -25 8
10. ზუგდიდი ზუგდიდი 18 -26 7

კალენდარი

შაბათი, 3 აგვისტო

კვირა, 4 აგვისტო

პარასკევი, 9 აგვისტო

შაბათი, 10 აგვისტო

კვირა, 11 აგვისტო

ახალი ამბები

საფეხბურთო თრილერი ანგისაზე, ბათუმის დინამო გალიდერდა

  • ბათუმის დინამო 4:2 საბურთალო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ ანონსი გაამართლა. ბათუმის დინამოსა და საბურთალოს შორის გამართული დაპირისპირებაში გულშემატკივარმა 6 გატანილი გოლი იხილა. თამაში, რომელსაც სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ  საბოლოოდ გია გეგუჩაძის გუნდის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. ანგარიში საბურთალომ  მე-7 წუთზე გეგა დიასამიძის მიერ გატანილი გოლით გახსნა, მე-18-ზე  კი დედაქალაქელთა უპირატესობა ორამდე როლოვიჩმა გაზარდა. ბათუმის დინამომ მობილიზება მალევე მოახერხა. შეხვედრის 21- წუთზე  სხვაობა ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეამცირა, რამდენიმე წუთში როლოვიჩმა ავტოგოლი გაიტანა და ბათუმის დინამომ ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის 37-ე წუთზე მასპინძლებმა დაწინაურების შანსი გაუშვეს ხელიდან, როდესაც ფლამარიონმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააფუჭა. 41-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ მაინც გაუტანა საბურთალოს და შესვენებაზე ბათუმელები  მათთვის სასურველი ანგარიშით გავიდნენ.

 მიუხედავად იმისა, რომ  მატჩის მეორე ნახევარი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და არაერთი საგოლე მომენტიც შეიქმნა, შეხვედრაში მხოლოდ ერთადერთი გოლი გავიდა.  გატანილი გოლით თავი ისევ მასპინძლებმა გამოიჩინეს, ამჯერად საბურთალოს კარი რამოსმა აიღო.

აღსანიშნავია, რომ  ბათუმი - საბურთალოს დაპირისპირებას ანგისაზე რამდენიმე ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ამ ფაქტორს კი დღევანდელ წარმატებულ შედეგში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

⚽️👏🏻 10 ტურის შემდეგ "კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას" ერთპიროვნულად ბათუმის "დინამო" ლიდერობს !

Posted by ეროვნული ლიგა on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019

 მე-10 ტურში საბურთალოსთან მოგებული მატჩის შემდეგ ბათუმის დინამო გათამაშების ცხრილში 22 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, საბურთალომ კი 21 ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

  • რუსთავი 0:2 ლოკომოტივი

დღესვე გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე შეხვედრაც. აუტსაიდერმა რუსთავმა ასევე  გასავარდნ ზონაში მყოფ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და ანგარიშით  0-2 დამარცხდა. სტუმრებმა თამაშში დაწინაურება  ლუკა გადრანის მიერ გატანილი ავტოგოლის წყალობით შეძლეს. ორამდე კი უპირატესობა კირკიტაძემ გაზარდა.

10 ტურის შემდეგ რუსთავს ისევ 3 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, ლოკომოტივმა კი 9 ქულა დააგროვა და მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა.