კალენდარი

ხუთშაბათი, 25 აპრილი

შაბათი, 4 მაისი

კვირა, 5 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

ახალი ამბები

დინამო v საბურთალო - ლიდერთა მატჩი ციფრებში

  • დინამო v საბურთალო ციფრებში
  • თბილისური დერბი ანალიტიკური პლატფორმის მიხედვით

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ცენტრალური შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. თბილისურ დერბიში „დინამომ“ 4:2 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გულშემატკივრებში ინტერესიც გამოიწვია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესდა, თუ რა მონაცემები დააფიქსირეს ფეხბურთელებმა ზემოაღნიშნულ დაპირისპირებაში და ანალიტიკური პლატფორმის მიერ ნაჩვენებ შედეგებში საუკეთესოები გამოარჩია:

🔺 მატჩში ყველაზე მაღალი სისწრაფე დინამოელმა აკაკი შულაიამ დააფიქსირა - 32,1 კმ/სთ. მას ოდნავ ჩამორჩნენ საბურთალოელები - გიორგი დიასამიძე (31,8 კმ/სთ) და სანდრო ალთუნაშვილი (31,7 კმ/სთ).

🔺 ყველაზე დიდი მანძილი ასევე დინამოელმა გიორგი პაპავამ დაფარა - 12,125 კმ. მის შემდეგ „დინამოში“ საუკეთესო შედეგები გუჯა რუხაიამ (11,3 კმ) და ლევან შენგელიამ (11,2 კმ) აჩვენეს.

🔺რაც შეეხებათ საბურთალოელებს, სამეული ასეთია - სანდრო ალთუნაშვილი (11,8 კმ), გიორგი დიასამიძე (11,7 კმ), თორნიკე გორგიაშვილი (11,6 კმ).

🔺 და ბოლოს, აჩქარებები: ამ კომპონენტში უპირატესობა დინამოელებს დარჩათ - აკაკი შულაია (25 სპრინტი), ლევან შენგელია (18 სპრინტი), გუჯა რუხაია (17 სპრინტი).