კალენდარი

ხუთშაბათი, 25 აპრილი

შაბათი, 4 მაისი

კვირა, 5 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

შაბათი, 11 მაისი

ახალი ამბები

ჩემპიონმა ტორპედო დამაჯერებლად დაამარცხა

საბურთალო 3:0 ტორპედო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში ,,საბურთალო“ მოგებათა სერიას აგრძელებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გათამაშების ერთ-ერთ კონკურენტს დიდი ანგარიშით მოუგო. მეოთხე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში პირველი გოლი მეათე წუთზე გეგა დიასამიძემ გაიტანა, ორამდე კი ანგარიში შინდაგორიძემ  თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაზარდა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ აიღეს მეტოქის კარი - 26-ე წუთზე დიასამიძემ დუბლი გაიფორმა.

მეორე ტაიმი მასპინძლების უპირატესობით გაგრძელდა. შეიქმნა რამდენიმე სახიფათო მომენტიც, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მისულა. ქუთაისის ,,ტორპედოს“, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო,  მთელი თამაშის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ  ბოლოს ქუთაისელებმა ჩემპიონატში სამი გოლი 2018 წლის 2 მარტს გორის ,,დილასთან“ დაპირისპირებაში გაუშვეს. 4 ტურის შემდეგ ,,საბურთალოს“  12 ქულა დაუგროვდა  და სათამაშო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.  ,,ტორპედო“ კი 6 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება.

გიორგი ჭიაბრიშვილი: უპირატესობას პირველივე წუთებიდან დავეუფლეთ.  ტორპედო არ არის ის გუნდი, რომლისთვისაც   თუნდაც დღევანდელი თამაშით ამ ანგარიშით უნდა მოგვეგო, მაგრამ ვფიქრობ დღეს ბევრი რამე იყო ჩვენს მხარეს, მათ შორის იღბალიც. მახარებს ის ფაქტი რომ ქულებს არ ვკარგავთ იმის ფონზეც კი, როდესაც ხარისხობრივად მაღალი დონის ფეხბურთს ვერ ვუჩვენებთ.

კახა ჩხეტიანი: შედეგზე გარკვეული გავლენა ალბათ სწრაფმა გოლმაც იქონია. ,,საბურთალო“ კარგი გუნდია და ამას თავისი თამაშითაც ამტკიცებს. დღეს მასპინძლებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. ვფიქრობ,  რთული პერიოდი რომელიც ამ ეტაპზე ტორპედოს აქვს, მალე გაივლის.