კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

ტორპედომ ბათუმში მოიგო, საბურთალომ დერბიში ლოკომოტივი დაამარცხა...

ლოკომოტივი 1:3 საბურთალო

დინამო ბათუმი 0:2 ტორპედო

კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური თბილისის და ბათუმის მატჩებით დაიწყო. დედაქალაქურ დერბიში ქვეყნის ჩემპიონმა - საბურთალომ მიხეილ მესხი 2-ზე ლოკომოტივი 1:3 დაამარცხა.

შეხვედრაში საბურთალოდან დუბლი გაიტანა ლაშა შინდაგორიძემ, ხოლო ოგნიენ როლოვიჩმა 70-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და კრისტალ ბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა - 1:3.

“დაახლოებით 10 თვიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალურ მატჩში დღეს პირველად გავიტანე. სასიამოვნოა, რომ ჩემს გოლებთან ერთად გამარჯვებაც მოვიპოვეთ და მორიგი 3 ქულა ავიღეთ." - განაცხადა მატჩის შემდეგ ლაშა შინდაგორიძემ.

ლოკოდან მატჩის ანგარიში კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის 2017 წლის ბომბარდირმა - ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, რომელმაც როლოვიჩის მსგავსად, წინა ტურშიც შეძლო თავის გამოჩენა.

რთული მატჩი მოიგო გასვლაზე ბათუმში საქართველოს თასის და სუპერთასის მფლობელმა ქუთაისის ტორპედომ. კახა ჩხეტიანის გუნდმა, ბათუმის დინამო 0:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, მატჩზე მაღალი დასწრების მაჩვენებელი, რაც შეხვედრას დამატებით ხიბლს და საინტერესო ატმოსფეროს სძენდა.

შეხვედრაში თავური დარტყმით ანგარიში ოლეკსანდრ აზაცკიმ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის პასით შარშანდელი სეზონის ერთ-ერთმა ბომბარდირმა - ბუდუ ზივზივაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.