კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 14 8 28
2. საბურთალო საბურთალო 13 7 27
3. ტორპედო ტორპედო 13 4 23
4. ჩიხურა ჩიხურა 14 9 22
5. დინამო თბ დინამო თბ 13 9 20
6. სიონი სიონი 14 -12 20
7. დილა დილა 14 -1 17
8. ლოკომოტივი ლოკომოტივი 14 -5 15
9. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 14 -9 11
10. რუსთავი რუსთავი 13 -10 10
  კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 11 16 26
2. თელავი თელავი 11 18 22
3. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 11 11 20
4. შუქურა შუქურა 11 1 20
5. სამტრედია სამტრედია 11 5 19
6. ცხინვალი ცხინვალი 11 4 17
7. გაგრა გაგრა 11 -2 12
8. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 11 -18 6
9. ზუგდიდი ზუგდიდი 11 -17 4
10. გურია გურია 11 -18 4

კალენდარი

ორშაბათი, 20 მაისი

ხუთშაბათი, 23 მაისი

პარასკევი, 24 მაისი

სამშაბათი, 28 მაისი

ახალი ამბები

ჩემპიონმა სეზონი მოგებით დაიწყო - საბურთალომ ბათუმის დინამო დაამარცხა!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის - საბურთალოს და მეორე ლიგის გამარჯვებულის, ახლად დაწინაურებული - დინამო ბათუმის მატჩით გაიხსნა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო და მალევე, მატჩის მიმდინარეობა ოდნავ ბათუმელთა უპირატესობაში გადაიზარდა.

რამდენიმე ეპიზოდში, კარგად ითამაშა საბურთალოს ახალწვეულმა მეკარემ - ომარ მიგინეიშვილმა, ხოლო თბილისელთა კარის მიმართულებით, ალბათ ყველაზე სახიფათო - გაბრიელ რამოსის თავური დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. ბრაზილიელის ეპიზოდის შემდეგ, მალევე პირველი ტაიმი დასრულდა კიდეც.

საბურთალო
ოგნიენ როლოვიჩმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა

შეხვედრის მეორე ნახევარი საბურთალოს უპირატესობით დაიწყო, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ფლანგები. ყველაზე სახიფათო მომენტი 59-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ შექმნა, როდესაც თბილისელთა შემტევი საჯარიმოში ლაშა ჩალაძეს ეფექტურად გასცდა, თუმცა დიასამიძის მიმართულებით პასი ლუკა გადრანმა ჩაჭრა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

თუმცა მეორე ტაიმში თავისი მომენტი, ისევ გაბრიელ რამოსს ჰქონდა, როდესაც ბრაზილიელი საბურთალოელთა საჯარიმოში შეიჭრა და ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. რამოსის ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში გეგა დიასამიძეს აქტიურობას ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი მოჰყვა, რომელიც მონტენეგროელმა ლეგიონერმა - ოგნიენ როლოვიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:0.