კალენდარი

პარასკევი, 1 მარტი

შაბათი, 2 მარტი

კვირა, 3 მარტი

სამშაბათი, 5 მარტი

ოთხშაბათი, 6 მარტი

ახალი ამბები

ზამთრის თასი 2019 იწყება! 

11, 12 და 13 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დარბაზის ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირს, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშებას უმასპინძლებს.

წელს ზამთრის თასის ლეგენდების გათამაშება ვარსკვლავური შემადგენლობითა და ახალი გუნდებით გაახარებს ფეხბურთის გულშემატკივარს. 

თბილისის ოლიმპიური სასახლე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მოლოდინშია. ტრადიციულად, ჩატარდება გათამაშება ეროვნული ჩემპიონატის კლუბებს შორის, რომლის მთავარი მიზანი ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნებაა. 

სამივე დღეს, ტრადიციად ქცეულ, საახალწლო გათამაშებაზე დასწრება, ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. 

ამ ეტაპზე, ცნობილია გათამაშების მონაწილე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 13 გუნდის ვინაობა და ტურნირის ფორმატი. კლუბები ერთ ოთხგუნდიან და სამ სამგუნდიან ქვეჯგუფში არიან გადანაწილებული. თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ.

ზამთრის თასი
ზამთრის თასი 2019-ის განრიგი

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, ზამთრის თასი 2019-ს 15- წლამდე გუნდებიც გაითამაშებენ. ტურნირში რეგიონული ნაკრებები და საფეხბურთო კლუბების 15-წლამდე გუნდები მონაწილეობენ. 

წელს ზამთრის თასის გათამაშება მესამედ გაიმართება. 2017 წელს გამართული პირველი ტურნირის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი "გაგრა" გახდა, 2018 წელს კი, საუკეთესოს ტიტული თბილისის "ლოკომოტივმა" მოიპოვა. ლეგენდების გათამაშებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.