კალენდარი

პარასკევი, 1 მარტი

შაბათი, 2 მარტი

კვირა, 3 მარტი

სამშაბათი, 5 მარტი

ოთხშაბათი, 6 მარტი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგის ბოლო ტური დინამოს მარცხით და ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა...

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი დასრულდა. ქვეყნის ჩემპიონმა საბურთალომ, ბოლო ტურში სამტრედიას გასვლაზე, ზესტაფონში 4:1 მოუგო და გათამაშება 79 ქულით დაასრულა.

დინამო თბილისი მეორე პოზიციაზეა, ზაურ სვანაძის გუნდი 36 ტურის მატჩში, გორის დილასთან სახლში დამარცხდა. დინამოელები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

⚽️ ეროვნული ლიგის გათამაშება დასრულდა. 🥇 ჩემპიონატის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი “საბურთალო" გახდა. 🥈🥉 მეორე ადგილი...

Posted by ეროვნული ლიგა on შაბათი, 08 დეკემბერი, 2018

მესამე-მეოთხე ადგილებზე ქუთაისის ტორპედო და საჩხერის ჩიხურა გავიდნენ. იქედან გამომდინარე, რომ  ქუთაისელებმა  საქართველოს თასის მოგებაც შეძლეს, საჩხერელების მე-4 პოზიცია ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გარანტი გახდა.

რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს, ბოლნისის სიონი და სამტრედია ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტების ორმატჩიან რაუნდში იბრძოლებენ, ხოლო ფოთის კოლხეთმა ლიგა 2-ში გადაინაცვლა.

⚽️ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელებად გიორგი ჭიაბრიშვილი და დენის ხომუტოვი...

Posted by ეროვნული ლიგა on ორშაბათი, 10 დეკემბერი, 2018