ახალი ამბები

ტორპედოს მორიგი გამარჯვება და თორნიკე კაპანაძის მორიგი სუპერგოლი!

  • ჩიხურა 0:2 ტორპედო
  • 0:1 გრიგოლ დოლიძე (4), 0:2 თორნიკე კაპანაძე (15)

ეროვნული ლიგის 33-ე ტური ქუთაისის ,,ტორპედოსა“ და საჩხერის ,,ჩიხურას“ დაპირისპირებით გაიხსნა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ამ შეხვედრის შემდეგ ქუთაისელები  5 ქულით დაწინაურდნენ. კახა ჩხეტიანის გუდმა მეტოქე  ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

კახა ჩხეტიანი: "ჩიხურასთან მატჩი ყოველთვის დაძაბულია და დღესაც ამას ველოდი. სამწუხაროდ, მოედნის საფარი იმ ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ გვაძლევდა, რომელსაც ვთამაშობთ. დღეს ბევრი ბრძოლა იყო, მომენტები ორივე გუნდს შეექმნა და ჩვენ უკეთ გამოვიყენეთ... ორივე გოლი ლამაზი გამოვიდა, კაპანაძის გოლი კი ევროპის ნებისმიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა!" 

123

სტუმრები მატჩის მე-4 წუთზე გრიგოლ დოლიძემ დააწინაურა, ხოლო მე-15  წუთზე კი საბოლოო ანგარიში თორნიკე  კაპანაძემ დააფიქსირა, რომელმა ე. წ. მაკრატელა დარტყმით სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში მასპინძლებს ფეხბურთელი, კონკრეტულად კი ლევან კაკუბავა გაუძევეს, რის შემდეგაც  ანგარიშში ცვლილების შეტანა კიდევ უფრო რთული გახდა.

თორნიკე კაპანაძე: "ლამაზი გოლი გამოვიდა და ეს მახარებს. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ამიტომ შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მახარებს ის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ვულოცავ ტორპედოს გულშემატკივარს ამ მოგებას, "ჩიხურას" კი წარმატებებს ვუსურვებ."

 33 ტურის შემდეგ საჩხერის ,,ჩიხურას“  57 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზეა. ქუთაისის ,,ტორპედოს“  62 ქულით მესამე  პოზიციას იკავებს.

 კაპანაძის სამივე მაკრატელა

თორნიკე კაპანაძის მაკრატელები

ელვისებური ⚡ ეს არც პირველი იყო და არც - უკანასკნელი! 💪

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ოთხშაბათი, 21 ნოემბერი, 2018