ახალი ამბები

სიონმა გასავარდნი ზონა დატოვა, რუსთავმა აუტსაიდერებში გადაინაცვლა..

  • რუსთავი 0:3 სიონი
  • 0:1 ალექსანდრე კოშკაძე (12), 0:2 დათო კირკიტაძე (63), 0:3 გიორგი დათუნაიშვილი (90+3)

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის პირველმა შეხვედრამ , რომელიც ,,რუსთავსა“ და ბოლნისის ,,სიონს“ შორის გაიმართა,  სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში კორექტივები შეიტანა. ორივე გუნდისთვის პრინციპული შეხვედრა ბოლნისელების გამარჯვებით დასრულდა და შედეგად ,,სიონმა“ გასავარდნი ზონა დატოვა, ,,რუსთავმა“ კი პირიქით აუტსაიდერებში გადაინაცვლა.

თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდებმა უჩა სოსიაშვილის გუნდს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა, სტუმართა უპირატესობა ორამდე კი დათო კირკიტაძემ გაზარდა,  მესამე  გოლი კი გიორგი დათუნაიშვილის ანგარიშზეა.

სიონი-რუსთავი

ქვემოქართლური დერბი სიონის გამარჯვებით დასრულდა! ⚽️✅ #ეროვნულილიგა

Posted by ეროვნული ლიგა on პარასკევი, 09 ნოემბერი, 2018

32 ტურის შემდეგ ,,რუსთავს“ 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო ბოლნისის ,,სიონი“ 31 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

 მომდევნო ტურში რუსთაველები ფოთის ,,კოლხეთს“ დაუპირისპირდებიან. ბოლნისის ,,სიონის“ მეტოქე კი თბილისის ,,ლოკომოტივი“ იქნება.

სეფიაშვილი

🔥🔥🔥 კონსტანტინე სეფიაშვილის ბრწყინვალე სეივი დღევანდელ შეხვედრაში ⚽️🙌🏻 #ქვემოქართლურიდერბი

Posted by ეროვნული ლიგა on პარასკევი, 09 ნოემბერი, 2018