კლუბი ±
1. საბურთალო საბურთალო 18 21 43
2. დინამო თბ დინამო თბ 18 21 38
3. დილა დილა 18 12 34
4. ჩიხურა ჩიხურა 18 12 31
5. ტორპედო ტორპედო 18 8 27
6. რუსთავი რუსთავი 18 -5 21
7. ლოკომოტივი ლოკომოტივი 18 -10 19
8. სიონი სიონი 18 -18 13
9. სამტრედია სამტრედია 18 -17 9
10. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 18 -24 8

კალენდარი

პარასკევი, 3 აგვისტო

კვირა, 12 აგვისტო

ახალი ამბები

ინტერვიუ მარეკ ჰლინკასთან - გოლი სადებიუტო მატჩში!

ქუთაისის ტორპედო ევროთასებისთვის ემზადება, კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა, გაძლიერება სლოვაკი ლეგიონერით - მარეკ ჰლინკათი დაიწყო, შემდეგ გუნდში მოვიდნენ სხვა ლეგიონერებიც - არფანგ დაფე (სენეგალი), ოლექსანდრ აზაცკი (უკრაინა) და ლაზარ მარინი (ბულგარეთი). 

სულ ახლახანს კი გუნდს სამი ქართველი - მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე და ლევან გეგეჭკორი შეუერთდნენ. ევროთასების წინ სლოვაკ ლეგიონერს - მარეკ ჰლინკას გავესაუბრეთ, რომელმაც სადებიუტო მატჩში ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ტორპედოს მაისურით პირველი გოლი გაიტანა!

ახალ გუნდში, პირველივე მატჩში გოლი გაიტანე! ყოფილა ასეთი რამ შენ კარიერაში?

კი, იყო, მაგრამ ეს არის ჩემი პირველი გოლი საქართველოს ჩემპიონატში და ძალიან მიხარია, რომ სადებიუტო მატჩში გავიტანე და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე.

როგორ დაგხვდა კლუბი? გაიცანი ბიჭები?


გავიცანი გუნდელები, კარგად მიმიღეს. გუნდში მეგობრული გარემოა და ამანაც იმოქმედა იმაზე, რომ პირველი მატჩი ასეთი გამომივიდა...

ქალაქი როგორ მოგეწონა?

სამწუხაროდ, არც ისე დიდი ხანია, რაც ქუთაისში ჩამოვედი და დათვალიერების დრო არ მქონია. როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, დიდი სურვილი მაქვს, რომ გავიდე ქალაქში.

მარეკ ჰლინკა
მარეკ ჰლინკა და მილან ბაროში | 2018 წელი

თეთრი ხიდიც უნდა ნახო!

კი, უკვე მითხრეს, რომ აუცილებლად სანახავია!

რას იტყვი მილან ბაროშზე? რა ისწავლე მისგან?

ბაროში ჩეხური ფეხბურთის ლეგენდაა! ძალიან გამოცდილია, ჩემპიონთა ლიგაც კი აქვს მოგებული ლივერპულთან ერთად... ინგლისში მიღებულ გამოდცილებას ახალგაზრდა თანაგუნდელებს გვიზიარებდა, ძალიან კარგი პიროვნებაა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი - ვლადიმირ ვაისი, შენი თანამემამულეა... მისი სლოვაკეთის ნაკრებში ყოფნის დროს, შენ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდი, ხომ არ გქონია შეხება მასთან?

ვლადიმირს კარგად ვიცნობ და დადებითის მეტს მასზე ვერაფერს ვიტყვი. მასთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვესაუბრე რომან შვანტნერს, რომელიც ნაკრებში ვაისის დამხმარეა. მან ტორპედო კარგად დაახასიათა და მითხრა, რომ მოხარულია ჩემი საქართველოში გადმოსვლით.

მარეკ ჰლინკა 3

ქალაქში ტორპედო ძალიან უყვართ და 10-ში, დიდი ალბათობით სტადიონი გაივსება - რამდენად გეხმარება ხოლმე კარგი ატმოსფერო მინდორზე?

სავსე სტადიონი ფეხბურთელს ყოველთვის დიდ მოტივაციას აძლევს. გამონაკლისი არც მე ვარ. იმედი მაქვს, მართლაც გაივსება სტადიონი, რადგან შერიფთან რთული მატჩი გველის და მხარდაჭერა აუცილებლად დაგვჭირდება.

ჩემპიონთა ლიგაზე მოლდოვის ჩემპიონს ხვდებით - როგორია განწყობა?

აქტიურად ვემზადებით მატჩისთვის და დიდი იმედი გვაქვს, ამ ბარიერს გადავლახავთ.

და ბოლოს... გულშემატკივრებს, ლეგიონერების ყოველთვის განსაკუთრებით ეიმედებათ - რას ეტყოდი მათ ევროთასების წინ?

ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ამ კლუბისთვის თავს არ დავზოგავ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქუთაისის ტორპედო როგორც საქართველოში, ისე ევროტურნირებზე წარმატებული იყოს.